ავტორი:

კალაძე ზურაბიშვილზე: "დიდი ქარ­თვე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, სა­მა­გა­ლი­თო მე­უღ­ლე, დედა და სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტი..."

კალაძე ზურაბიშვილზე: "დიდი ქარ­თვე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, სა­მა­გა­ლი­თო მე­უღ­ლე, დედა და სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტი..."

"სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას "ქართული ოცნება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც პარტიის საგანგებო განცხადების ტექსტი გააცნო საზოგადოებას.

"ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ არჩევნებით უნდა დავამკვიდროთ ახალი, ჯანსაღი და დემოკრატიული კონსტიტუციური ტრადიცია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ საქართველოს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.

სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი: დიდი ქართველების შთამომავალი ქალბატონი, სამაგალითო მეუღლე, დედა და სამშობლოს პატრიოტი; გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში; პრინციპული პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს და წლების მანძილზე იბრძოდა სამართლიანობისა და დემოკრატიის დასაცავად.

ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პრინციპულობასა და უპრინციპობას, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას - „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის.

სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას „ქართული ოცნება“, იზიარებს ჩვენი დღევანდელი განცხადების პათოსს და სწორედ ამიტომ დგას ის დღეს ჩვენთან ერთად.

მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ უთხრათ უარი სიყალბეს, უპრინციპობას და ანტიდასავლურ ძალას და არჩევნებში მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“ - განაცხადა პარტის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები