ავტორი:

გია ხუხაშვილი ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებსა და ხელისუფლების პასუხებზე

გია ხუხაშვილი ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებსა და ხელისუფლების პასუხებზე

თუ ხელისუფლება სირაქლემას პოზიციიდან „სისხლიანი ცხრა წლის“ ექსპლუატაციით გააგრძელებს საკუთარ პოლიტიკას, მაშინ მას არანაირი მომავალი არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა განუცხადა.

გია ხუხაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები და ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხები შეაფასა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის ღირსების საკითხია საქმის დროული და ეფექტური გამოძიება მოხდეს.

„ფაქტობრივ ბრალდებებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ღირსების და გადარჩენის საქმეა, რომ ეს ამბავი იყოს გამოძიებული მაქსიმალური სანდოობით. სირაქლემას პოზიციიდან ამის გადაგორება იქნება ყველაზე დიდი უგუნურება, რაც შეიძლება ამ ხელისუფლებამ გააკეთოს. არც ის არგუმენტი მუშაობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ცუდი და აქედან გამომდინარე მე კარგი ვარ.“ ხელისუფლება, როგორც ყოველთვის ამაზე აგებს საკუთარ რიტორიკას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ცუდი და თავად კარგები არიან.

დღეს ხელისუფლებას იმ ავადსახსენებელ წარსულზე სურს ააშენოს საკუთარი პოლიტიკური კეთილდღეობა, რაც აბსოლუტური უგუნურებაა. ჩვენ მათგან წარსულის მუდმივი შეფასებები კი არა, მომავალი გვაინტერესებს.

ეს არის ინტელექტუალური კატასტროფა ხელისუფლების, რომ ამით ციტირებს და ვერაფერი ახალი ვერ შექმნა.

მე ფანტასტიკის სფეროდან მგონია, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა რაღაც რეკეტში. ეს წარმოუდგენლად მეჩვენება, თუმცა რადგან ყველა ვექტორი მასთან მიდის, მისი ღირსების საქმეა, რომ ყველაფერი იქნას გამოძიებული და დასასჯელი დასჯილი. ჩვენ შეიძლება ვერ დავიჯეროთ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დავიჯერებ ვიღაცების მხრიდან მისი სახელის გამოყენებით თაღლითობის მცდელობა არ ხდებოდეს.

თუ ხელისუფლებამ სირაქლემას პოზიციიდან სისხლიანი ცხრა წლის ექსპლუატაციით გააგრძელა საკუთარი პოლიტიკა, მაშინ ამ ხელისუფლებას არანაირი მომავალი არ აქვს.

თუ ამჯამად არ მოხდა სისტემური რეაგირება... მე არ ვურჩევ ასეთ სიარულს. თუ საზოგადოებაში დარჩა განცდა, რომ რაღაც დიდი სიბინძურეა მოხარშული, მაშინ საზოგადოება ამ ხელისუფლებას დასჯის და ეს დღე აღარ არის შორს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები