ავტორი:

"მისი ცეკვა არ მახსოვს, მაგრამ კარგად მღერის..." - როგორია ბიძინა ივანიშვილი სუფრაზე

"მისი ცეკვა არ მახსოვს, მაგრამ კარგად მღერის..." - როგორია ბიძინა ივანიშვილი სუფრაზე

"ბიძინა ივანიშვილი ძალიან უბრალოა სუფრაზე და ვერ იტანს, რომ ეუბნებიან, - ვაიმე, ბატონო ბიძინა, თქვენ ხართ რაც ხართო და ეგეთებს! გამორჩეულად უბრალოა. ასეთივე იყო ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორ მიყვარდა ეგ კაცი! რამდენჯერმე ისტერიკაში ჩამიგდია, იმდენი უცინია ჩემს მონაყოლზე და ასეთ დროს მეხვეწებოდა, ცოტა ხანს მაინც გაჩუმდი, აღარ შემიძლიაო", - მითხრა ბესო ბერულაშვილმა, რომელსაც ქართული სუფრის ტრადიციებზე სასაუბროდ შევხვდი.

- ალბათ დაკვირვებული ხართ, რომ ქართულ სუფრაზე პირველად უფლის სადღეგრძელოს მიირთმევენ. უფალი ამბობს, სადაც ორი და სამი მახსენებს, მე იქ ვარო. გამოდის, რომ ყველა ქართული სუფრის მასპინძელი უფალია, ის ჩვენთან ერთად არის... დაახლოებით მეექვსე კლასში ვიყავი, პირველად რესტორანში რომ წავედი, დეიდაშვილის ქორწილში. ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, უბანში რომ მომეყოლა, რესტორანში ვიყავი-მეთქი... თურმე, რა გიხარია, მომავალში იქ უნდა იცხოვრო (იცინის). ის ქორწილი ახლაც მახსოვს. ბიძაჩემი გახლდათ თამადა, იშვიათი კაცი - ალექსანდრე საბაური. მან მასწავლა თამადობა...

ქართული სუფრის ფენომენზე ლაპარაკისას, მაინცდამაინც ცუდ მხარეს განიხილავენ. ვიღაცისთვის გამაღიზიანებელია, როდესაც სუფრაზე უამრავი ხორაგია და ნახევარზე მეტი კერძი ხელუხლებელი რჩება, მაგრამ ამასაც თავისებური ახსნა აქვს: წინა საუკუნეებში ნამდვილად არ ჰქონდა ქართველ კაცს საშუალება, ამხელა სუფრა გაეშალა და სართულებად დაეწყო საჭმელი. კომუნისტების დროს ბიუჯეტის მსხვილი მომპარავები იყვნენ, მაგრამ მანქანას ვერავინ იყიდდა, სახლს ვერ აიშენებდა, რადგან დაიჭერდნენ. ერთადერთი, შეეძლოთ ისეთი სუფრა გაეწყოთ, ყველას რომ გააკვირვებდნენ. აი, ასე დაიწყო ცხრასართულიანი სუფრების ამბავი, რომელიც მეც არ მიყვარს.

სამაგიეროდ, სხვა რაღაცები მომწონს. ლაზათიანი ქართული სუფრა თავისი მადლით, განუმეორებელია. ლამაზად ლექსს წაიკითხავენ, "მრავალჟამიერს" დააგუგუნებენ და მიუხედავად იმისა, რომ ამას ბავშვობიდანვე ვხედავ, არა და არ მბეზრდება. ქართული სუფრა არის სწორედ ის ადგილი, სადაც წყდება ქვეყნის ბედ-იღბალი. რამდენჯერ შევსწრებივარ, სუფრაზე ვიღაც თანამდებობაზე დაუნიშნავთ, ვიღაც მოუხსნიათ კიდეც... არ დავმალავ და მეც რამდენჯერმე გამიღიმა ბედმა. განსაკუთრებით კარგად მახსენდება ის დღე, როდესაც მეგობართან - გუჯა ბუბუტეიშვილთან ვიყავი, სადაც ფეხით მივედი და მანქანით გამომიშვა.

- მანქანა გაჩუქათ?

- დიახ! პირდაპირ ჭიქაში ჩამიგდო ახალი "მერსედესის" გასაღები... ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება ქართულ სუფრაზე და რატომღაც, ამაზრზენი რაღაცების გამოგონებით ამახინჯებენ. ფეხსაცმელს რომ გაიხდიან და იმით ღვინოს დალევენ, მაპატიეთ და, ეს არის მარაზმი, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს ქართულ ტრადიციასთან.

- სამთავრობო ბანკეტებზე თუ ყოფილხართ?

- ბევრჯერ ვყოფილვარ და იქაც ჩვეულებრივი ადამიანები არიან... ერთხელ ქორწილში, გია ვოლსკისთან მივედი და ვუთხარი, ნება მიბოძეთ, თქვენი სახელით მივულოცო ნეფე-დედოფალს გაბედნიერება-მეთქი. მას ეგონა, თუ გამოვიდოდი და ვიტყოდი, ბატონი გია გაბედნიერებას გილოცავთ-მეთქი, არადა, გია ვოლსკის ხმაზე დავიწყე საუბარი... გაოგნებული მიყურებდა. სხვათა შორის, სუფრასთან ბევრჯერ შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს. მისი ცეკვა არ მახსოვს, მაგრამ კარგად მღერის... ისეთი ძმაკაცები ჰყავს, სიმღერას ასწავლიდნენ, აბა, რა იქნებოდა?! 30 წელია, "ქართული ხმების" წევრები მისი ძმაკაცები არიან. ერთმა რამემ ნამდვილად გამაკვირვა: ბიძინას მათ ნამღერზე ცრემლი მოადგა თვალზე, ამას არ ველოდი. ის ძალიან უბრალოა სუფრაზე და ვერ იტანს, რომ ზედმეტად აქებენ. ასეთივე იყო ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ