ავტორი:

გია ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს შანსი, ვისაც თავი აქვს წასაცლელი, ახლა წააცალოს, ნაჯახით არის გასავლელი სისტემაზე

გია ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს შანსი, ვისაც თავი აქვს წასაცლელი, ახლა წააცალოს, ნაჯახით არის გასავლელი სისტემაზე

ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს შანსი, ვისაც თავი აქვს წასაცლელი, ახლა წააცალოს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მექრთამე ადამიანები მაშინ მოხვდნენ, როდესაც მან ერთგვარი ფილტრი მოხსნა. ხუხაშვილის აზრით, თუ ბიძინა ივანიშვილს არ სურს ამ ადამიანებთან ერთად ჩაიძიროს, უნდა შექმნას ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებით იქნება დაკომპლექტებული და არსებულ სისტემას ბრძოლა უნდა გამოუცხადოს. ექსპერტი ვარაუდობს, რომ თუ თავად ივანიშვილი ამ ყველაფერს არ აღუდგება, ის ჩაიძირება.

"ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს შანსი, ვისაც თავი აქვს წასაცლელი, ახლა წააცალოს. ეს არის მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტატუსის გადარჩენის ერთდერთი საშუალება. იმის ილუზია, რომ ის ახლა ამ სისტემას ისევ აიკიდებს და ზიდავს, არ უნდა ჰქონდეს. მან ხელები უნდა შეახოცოს ამ ხალხს, მიუხედავად იმისა, რა ურთიერთობებიც არ უნდა იყოს - ეს აღარ არის თამაში. ამას აღარავინ მოითმენს. ან თვითონ რჩება ნაპირზე და ეს ხალხი იძირება, ან ყველა ერთად იძირებიან. მე ამაში დავეხმარები, მე ვიცი ეს როგორ უნდა გაკეთდეს. დღეს სასწრაფოდ უნდა შექმნას დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ანტიკორუფციული ბიურო და ნაჯახით არის გასავლელი სისტემაზე", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

VIDEO: ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს შანსი, ვისაც თავი აქვს წასაცლელი, ახლა წააცალოს - გია ხუხაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები