ავტორი:

ადვოკატი - "უკვე მეხუთედ გადაიყვანეს კლინიკაში...  პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის დიაგნოზს მალავს"

ადვოკატი - "უკვე მეხუთედ გადაიყვანეს კლინიკაში...  პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის დიაგნოზს მალავს"

ადვოკატი ეჭვობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს მალავს ან გარკვეულ ფალსიფიცირებას აქვს ადგილი. ამის შესახებ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს "მედიქლაბ ჯორჯიასთან" განუცხადა, სადაც მერაბიშვილია გადაყვანილი.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე მათთვის უცნობია, თუ რატომ გადაიყვანეს მერაბიშვილი სამოქალაქო კლინიკაში. ჩივიაშვილის თქმით, მერაბიშვილი სამოქალაქო კლინიკაში უკვე მეხუთედ გადაიყვანეს, რაც ეჭვებს აჩენს იმ ფონზე, როდესაც იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "კარგია".

"ეს უკვე მეხუთე გაყვანაა მერაბიშვილის სამოქალაქო კლინიკაში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აგვიღია წინა კვლევები, რომელიც მერაბიშვილს „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა ეს დასკვნები და სამედიცინო ანგარიშები მივაწოდოთ უცხოელ ექიმებს, რათა გავიაროთ მათთან კონსულტაცია. ეს ყველაფერი რეალურად ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს უკვე, ვინაიდან უკვე მეხუთედ გახდა საჭირო მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გაყვანა. მე მოვისმინე გუშინ იუსტიციის მინისტრის განცხადება, თითქოსდა მერაბიშვილს საერთოდ არაფერი სჭირს და ამ ფონზე, დღეს დილით ცნობილი ხდება ჩვენთვის, რომ ის კვლავ გაჰყავთ საავადმყოფოში. დღემდე არაა დასმული დიაგნოზი. ჩვენ არ ვიცით, რა სჭირს მერაბიშვილს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ მას დიაგნოზი დაუსვას და სწორი, ადეკვატური მკურნალობა ჩაუტაროს. შესაბამისად, ამ წუთისთვის ჩვენთვისაც უცნობია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში კიდევ ერთხელ გადმოყვანის საჭირო. ფაქტი ერთია, რომ დიაგნოზი მათ არ აქვთ და არ მკურნალობენ ამ ადამიანს იმის მიხედვით, რაც სჭირს. იმედია, დღეს მაინც მოახერხებენ და მოგვცემენ წინა კვლევების პასუხებს. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას გვიმალავენ, აქვს ფალსიფიცირების მცდელობას ადგილი, რადგან ჩვენთვის მიუწვდომელია „ავერსის“ კლინიკაში ჩატარებული კვლევების პასუხები იმ ფონზე, როცა იუსტიციის მინისტრი გვესაუბრება დარწმუნებით, რომ მას არაფერი სჭირს. ანუ რა გამოდის? იუსტიციის მინისტრმა იცის მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ჩვენ არაფერი ვიცით - არც ოჯახმა და არც ადვოკატებმა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ეჭვებს აჩენს", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ადვოკატი კიდევ ერთხელ მიმართავს პენიტენციურ სამსახურს, რომ ვანო მერაბიშვილი ისეთ კლინიკაში გადაიყვანონ, სადაც უცხოელ ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა მას კვლევები ჩაუტარონ, რათა შს ყოფილ მინისტრს დიაგნოზი დაუდგინდეს და სწორი მკურნალობა დაენიშნოს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს