ავტორი:

"ბოდეგას პარა დორადა" საქართველოშია

"ბოდეგას პარა დორადა" საქართველოშია

პირველად, ქართველ მომხარებელს საშუალება ეძლევა, ნამდვილი ესპანური ღვინო დააგემოვნოს. მისი პრეზენტაცია „ქართულმა სადისტრიბუციო კომპანიამ“ 28 სექტემბერს ცინცაძის ქ.58-ში მდებარე, ღვინის ბუტიკ-კაფე „ვაინ ენდ დაინ“-ში გამართა.

ამჟამად, ბაზარზე 4 სახეობის ესპანური ღვინო და 2 სახეობის ცქრიალა ღვინოა წარმოდგენილი. მწარმოებელი კომპანია „ბოდეგას პარა დორადა“ 1850 წელს, ქალაქ სანტა კრუს დე მუდელა (Santa Cruz de Mudela), ვალდეპენიას, ესპანეთში დაარსდა და საინტერესო, დასამახსოვრებელი ღვინოების შექმნით გაითქვა სახელი.

ესპანური ღვინო, ქართველ მომხმარებელს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ფონდის სერტიფიცირებულმა ტრენერმა, სომელიე გიორგი დარციმელიამ წარუდგინა. მასტერ-კლასმა დიდი ინტერესი გამოიწვია, დამსწრეთა შორის იყვნენ როგორც პროფესიონალი სომელიები, ასევე, ღვინის მოყვარულები.

„ქართული ღვინის სახლი“-ს მარკეტინგის მენეჯერის განცხადებით, ღვინის შეძენა, ამჟამად ცინცაძის 58 ნომერში, ღვინის ბუტიკ-კაფე „ვაინ ენდ დაინ“-ში არის შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კი, თბილისის სხვა მაღაზიებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

ესპანური ღვინო ფასის მხრივ საკმაოდ კონკურენტუნარიანი და საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისავწდომია.

ღვინის ბუტიკ-კაფე „ვაინ ენდ დაინ“-ში ქართული მსხვილი მწარმოებლების ღვინოსთან ერთად, მცირე მარნების პროდუქციაცაა წარმოდგენილი. ადგილზე მომხმარებლებს როგორც კარგი ღვინო, ასევე ხვდებათ ყველაფერი, რაც ღვინოს უხდება სასიამოვნო გარემოსთან ერთად. მაღაზიაში მიაჩნიათ, რომ კერძების ალკოჰოლთან სწორი შეხამება კარგი საღამოს დაგეგმვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. „ვაინ ენდ დაინ“-ის გამოცდილი ჯგუფი კი სიამოვნებით ეხმარება მომხმარებელს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი