ავტორი:

პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც სამსახურში განმარტავენ, /ა), ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტს დინამიკაში აღენიშნება ჰორნერის სინდრომის კლინიკური ნიშნების ხარისხობრივად რეგრესირება, რასაც, თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, 2018 წლის 3 ოქტომბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატებს 2018 წლის 20 სექტემბრიდან ჩატარებული სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაცია და კვლევების შედეგების სრული ასლები გაუგზავნა (25 ფურცელი და 3 CD დისკი მატერიალური სახით).

„აქვე აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის უფლებების დამცველებს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული დოკუმენტაციის ხელზე გატანაც შესთავაზა, თუმცა ისინი დოკუმენტების მისაღებად ამ დრომდე არ გამოცხადებულან.

რაც შეეხება 2018 წლის 20 სექტემბრამდე გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი სამედიცინო ჩანაწერების ასლებს, ისინი სხვადასხვა დროს, 13.09.2018წ. N841990 და 19.09.2018წ. N860607 წერილებით იქნა ასევე მიწოდებული.

ადვოკატებისათვის დღეს გაგზავნილი „ავერსის კლინიკის“ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც 26 სექტემბრით თარიღდება (სამედიცინო დოკუმენტაცია NIV-100/ა), ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტს დინამიკაში აღენიშნება ჰორნერის სინდრომის კლინიკური ნიშნების ხარისხობრივად რეგრესირება, რასაც, იმავე დოკუმენტის თანახმად თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსჯავრდებულის ადვოკატებს, პატივი სცენ პაციენტის უფლებებსა და სამედიცინო კვალიფიციური პერსონალის მოსაზრებებსა და დასკვნებს“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს