ავტორი:

"პაციენტი აუცილებლად უნდა გავიდეს ღია სივრცეში" - რა დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა ვანო მერაბიშვილს?

"პაციენტი აუცილებლად უნდა გავიდეს ღია სივრცეში" - რა დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა ვანო მერაბიშვილს?

ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმის, თერაპევტ ელენე ხურციძის განცხადებით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის "მედიქლაბ ჯორჯიაში" დატოვონ. ექიმის თქმით, სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ. ხურციძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერაბიშვილს აქვს სახის ნერვის დამბლა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე ამჟამად შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. რაც შეეხება მისი დიაგნოზის შესახებ შეკითხვებს, მინდა გითხრათ, რომ იდიოპათიური ჰორნერის სინდრომის დიაგნოზი არის ჩვენი ძირითადი სამუშაო ვერსია, თუმცა გამორიცხულია მწვავე მდგომარეობები, როგორც სიმსივნური პათოლოგია, ასევე სხვა მწვავე პათოლოგია, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა პაციენტის მდგომარეობას.

ასევე, გამორიცხულია მწვავე ეგზოგენური ტოქსიკაციის რამე ნიშანი. სახის ნერვის დამბლა არ არის, რომელზეც აზრი მუსირებდა მასმედიაში. კონსილიუმის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით გავაკეთოთ კვლევა - საძილე არტერიის ულტრასონოგრაფია, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, საჭიროებს მხოლოდ დაკვირვებით რეჟიმში მკურნალობის გაგრძელებას. რამე კონკრეტულ მკურნალობას არ საჭიროებს და ის დატოვებს ჩვენს კლინკას", - განაცხადა ხურციძემ.

"მედიქლაბ ჯორჯიას" ექიმებთან ერთად კონსილიუმში მონაწილეობდა ვანო მერაბიშვილის ოჯახის მიერ მიწვეული სამი ექიმი. ნეოროქირურგმა თამაზ კერძევაძემ, რომელმაც კონსილიუმში მერაბიშვილის ოჯახის თხოვნით მიიღო მონაწილეობა, განმარტა, რომ ექიმთა მცირე ჯგუფი, მათ შორის თავადაც ფიქრობს, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ქრონიკული სინუსიტი აქვს და ის ღია სივრცეში ყოფნას საჭიროებს.

"ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ რთულ, ძალიან იშვიათ პათოლოგიასთან - ეს არის სინდრომი, რომელიც ექიმმა შეიძლება მისი პრაქტიკის დროს ვერ ნახოს. ვფიქრობ პაციენტი სრულყოფილად არის გამოკვლეული, ვერც ერთი ექიმის მხრიდან რამე ბოროტ ჩანაფიქრს ვერ ვხედავ, უბრალოდ ექიმები საბოლოოდ ვერ შევჯერდით ერთ ვერსიაზე.

მე მივეკუთვნები მცირე ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ პაციენტს სჭირს ქრონიკული სინუსიტი. მეორე მხარე ფიქრობს, რომ იდეოპათიური ჰორნერის სინდრომია. თუ ჩემი დიაგნოზი სწორია, სანამ პაციენტი არის დახურულ სივრცეში, ის ამ სინდრომიდან არ განიკურნება, გართულება კი ძალიან მძიმე იქნება. პაციენტი აუცილებლად უნდა გავიდეს ღია სივრცეში. უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე...", - აღნიშნა ნეიროქირურგმა თამაზ კერძევაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს