ავტორი:

ვინ და რა პროექტის განხორციელებას გეგმავს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე

ვინ და რა პროექტის განხორციელებას გეგმავს მწვანე კონცხის ტერიტორიაზე

ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ორი 28-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტი შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპის“ დაკვეთით შპს „ქალაქ პროექტმა“ შეასრულა. პროექტი გულისხმობს სასტუმრო კომპლექსის მოწყობას, რომელიც მოიცავს: სასტუმროს; აპარტოტელს; საოფისე ფართს; კაფე-ბარს; რესტორანს; საბანკეტო და საკოფერენციო დარბაზებს; სპა და ფიტნეს დარბაზებს. ასევე კომერციული და დამხმარე ფუნქციის მქონე შენობების და ნაგებობების განთავსებასა და საპროექტო არეალის ფარგლებში მდებარე სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა-გაჯანსაღებას გულისხმობს.

„აღსანიშნავია, რომ ტერიტორია, რომლის არეალში დღეს მოქცეულია ორი დამოუკიდებელი რეგისტრაცია, თავის დროზე წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რომელიც შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“-ზე სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის ვალდებულებით გასხვისდა. თავისი მდებარეობით საპროექტო ლოკაცია წარმოადგენს მწვანე კონცხის ფერდის განუყოფელ ნაწილს, რომელიც მონაწილეობს ზღვისპირა პანორამის განშლაში. აეროგადაღების მონაცემებზე დაყრდნობით საპროექტო არეალზე შემორჩენილია ძველი სასტუმრო პანსიონატის ნაშთები. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია თავისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ისტორიულად ფუნქციონირებდა ანალოგიური პროფილით. საპროექტო არეალი დამუშავებული წინადადების თანახმად, უნდა გაერთიანდეს ერთ სექტორად, რომელზეც განთავსდება სასტუმროს ორი მაღლივი მოცულობა, რომელიც ქვედა სართულზე, საერთო სივრცედ გაერთიანდება,“ - აღნიშნულია ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმაში. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ