ავტორი:

მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალ მთაში შესაძლოა მოთოვოს - საქართველოში ამინდი უარესდება

მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალ მთაში შესაძლოა მოთოვოს - საქართველოში ამინდი უარესდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესდება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხვალ ღამით საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლია მოსალოდნელი. „ამაღამ და ხვალ მთელი დღე იქნება ძლიერი ქარი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოსავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს 20-25 მეტრი წამში.

რაც შეეხება ამინდს, დასავლეთ საქართველოში ამ დღეებში ფიქსირდებოდა საკმაოდ მაღალი, ტემპერატურა 30-32 გრადუსის ფარგლებში. ხვალიდან ველოდებით ტემპერატურის მკვეთრ დაცემას 15-20 გრადუსამდე და შესაძლებელია უფრო დაბალი ტემპერატურაც იყოს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17-22 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დედაქალაქში - 18-20 გრადუსის ფარგლებში.

ამაღამ და ხვალ ძირითადად ნალექს ველოდებით დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, მაგრამ მალე გამოიდარებს, თუმცა გავრცელდება ცივი ჰაერის მასები მთელ საქართველოში. ხვალ, ღამით, მაღალმთიან რეგიონებში დაბალი ტემპერატურაც დაფიქსირდება. თუ სადმე ნალექი შერჩა მაღალ მთაში, შესაძლოა, თოვლის სახით მოვიდეს.

ცივი და ნოტიო მასების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ ხანმოკლეა. დასავლეთ საქართველოში ზეგიდან გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ორ დღეში ქარი ჩადგება, თუმცა ტემპერატურა კიდევ დაიკლებს. 7 ოქტომბერს, ღრუბლიანი ამინდია და 12-13 გრადუსის ფარგლებში ტემპერატურა დაფიქსირდება. 8 ოქტრომბრიდან ამინდის გაუმჯობესებას ველოდებით, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში“, - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ