ავტორი:

ნინო ბურჯანაძე - პუტინს საქართველო არც ერთხელ არ მოუტყუებია, მათ შორის არც 2008 წელს

ნინო ბურჯანაძე - პუტინს საქართველო არც ერთხელ არ მოუტყუებია, მათ შორის არც 2008 წელს

"ვლადიმერ პუტინს საქართველო არც ერთხელ არ მოუტყუებია, მათ შორის არც 2008 წელს" - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7vs1" განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიცვალა მისი და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრების შემდეგ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ბურჯანაძემ პასუხად პუტინის განცხადება გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, "ქართულმა არხებმა არ გაუშვეს".

"ჩემი და მისი ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ პუტინმა პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება, რომელიც ქართულმა არხებმა არც კი გაუშვეს. პუტინს ჰკითხეს, არის თუ არა შანსი, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება უკან წაიღოს. მან ძალიან ნათლად უპასუხა, რომ თუ ქართველები და აფხაზები, ასევე ქართველები და ოსები მოილაპარაკებენ და ერთობლივ ცხოვრებაზე შეთანხმებიან, რა ტიპის სახელმწიფოებრივ მოწყობაშიც გადაწყვეტენ ცხოვრებას, ჩვენ მივიღებთ მათ ამ გადაწყვეტილებას და ხელს არ შევუშლითო" - აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს" ლიდერმა, რაზეც ჟურნალისტმა ჰკითხა, სჯერა თუ არა მას პუტინის აღნიშნული განცხადების.

"მჯერა, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან ღიად და პირდაპირ ლაპარაკობს და სხვათაშორის, არც ერთხელ საქართველო არ მოუტყუებია, მათ შორის არც 2008 წელს. ამის მოწმე მე ვიყავი და ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმაც გააკეთა. მან გააფრთხილა საქართველო, რომ თუ ისე მოიქცეოდა, როგორც ჩვენ მოვიქეცით, აუცილებლად მოყვებოდა ამას ის, რაც მოყვა. პოლიტიკოსის ამოცანა ის კი არ არის, რომ მისი ან გვჯეროდეს ან არა, ან მოგწონდეს რომელიმე პოლიტიკოსი ან არა, პოლიტიკოსის ამოცანა არის ის, რომ მან მიაღწიოს მოლაპარაკებეით იმ რეალობას, რაც უნდა დადგეს" - აღნიშნა ბურჯანაძემ ჟურნალისტის საპასუხოდ.

VIDEO: "პუტინს საქართველო არცერთხელ არ მოუტყუებია, მათ შორის არც 2008 წელს" - ნინო ბურჯანაძე

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს - რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან

"სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, არასწორად იყო ინტერპრეტირებული" - დავით ზალკალიანი

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი