ავტორი:

"კოცნა მზის ჩასვლისას..." - ბერა ივანიშვილის და მისი საცოლის რომანტიკული ფოტოები ზღვისპირეთიდან

"კოცნა მზის ჩასვლისას..." - ბერა ივანიშვილის და მისი საცოლის რომანტიკული ფოტოები ზღვისპირეთიდან

რეპერი ბერა ივანიშვილი და მისი საცოლე ნანუკა გუდავაძე თაფლობის თვეს აგრძელებენ და გულშემატკივრებს ახალ-ახალი ფოტოებითაც ანებივრებენ. წყვილის ნიშნობის შესახებ 18 სექტემბერს გახდა ცნობილი, როცა ბერა ივანიშვილმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე განთავსებული ფოტოთი შეატყობინა საზოგადოებას ახალი ამბავი.

ბერამ და ნანუკამ რამდენიმე დღეს სიყვარულის ქალაქში - პარიზში გადაინაცვლეს, შემდეგ კი, როგორც მათი ინსტაგრამის ფოტოებით ირკვევა, ზღვისპირეთში გადაინაცვლეს. უცნობია, სად ატარებენ ახალგაზრდები თაფლობის თვეს, თუმცა შესაძლოა, ისინი ივანიშვილების შეკვეთილის რეზიდენციაში არიან.

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გაავრცელეს. ერთზე წყვილი ერთმანეთს კოცნის, ნანუკამ ფოტო ასე დაასათაურა: "თბილი კოცნა მზის ჩასვლისას..." ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ფოტოები ძალიან რომანტიკულია და წყვილს ბედნიერებას უსურვებენ.

მოდელ ნანუკა გუდავაძისა და ბერას ლავ-სთორი რამდენიმე თვეს ითვლის. მომხიბვლელი მოდელი ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. წყვილმა ნიშნობის შესახებ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს