ავტორი:

მამაკაცის გარდაცვალებაში მოქალაქეები საპატრულო ეკიპაჟს ადანაშაულებენ - ინციდენტში მონაწილე პოლიციელებს უფლებამოსილება შეუჩერდათ

მამაკაცის გარდაცვალებაში მოქალაქეები საპატრულო ეკიპაჟს ადანაშაულებენ - ინციდენტში მონაწილე პოლიციელებს უფლებამოსილება შეუჩერდათ

ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების განცხადებით, ისინი 50-წლამდე მამაკაცის გარდაცვალებას აპროტესტებენ. მათი თქმით, მამაკაცი ცენტრალურ გზაზე საპატრულო ეკიპაჟმა შემოწმების მიზნით გააჩერა, მძღოლი კი სამართალდამცავებს სთხოვდა გაშვებას, რადგან შეუძლოდ იყო. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, 50-წლამდე მამაკაცი სამართალდამცველებისთვის ახსნა-განმარტების მიცემის დრო გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლებს ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი გზა პროტესტი ნიშნად გადაკეტილი აქვთ. ისინი საპატრულო ეკიპაჟის დასჯას ითხოვენ.

"საპატრულო ეკიპაჟი მას დაედევნა და გააჩერა. მძღოლი იქვე სახლში შევიდა და შემდეგ ახალსოფლის ცენტრისკენ წავიდა და ამ დროს გარდაიცვალა. ასევე ამბობენ, რომ შეუძლოდ იყო და პატრულმა გააჩერა. სწორედ ახსნა-განმარტების დროს გარდაიცვალა... აქ ასე ამბობენ",- აცხადებს აქციაზე მყოფი მოქალაქე.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო გენერალურმა ინსპექციამ და გამოძიების დასრულებამდე ინციდენტში მონაწილე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

"მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ახალსოფელში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მსუბუქი ავტომობილი შეაჩერა. მანქანის მძღოლი, 1957 წელს დაბადებული ა.ლ. ალკოტესტით შემოწმდა. დადგინდა, რომ ფხიზელი მართავდა საჭეს, რის შემდეგაც მძღოლმა ავტომანქანით გადაადგილება განაგრძო. დაახლოებით 15-20 წუთში მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დახმარებისთვის მიმართეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ", - აცხადებენ უწყებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს