ავტორი:

"თუ ივანიშვილი ნაჯახით არ დაერია პარაზიტებს, "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებს ვერ გადაიტანს"

"თუ ივანიშვილი ნაჯახით არ დაერია პარაზიტებს, "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებს ვერ გადაიტანს"

საქართველოში ფარული ჩანაწერების სკანდალი არ წყდება - 6 ოქტომბერს კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც ისევ "ომეგა ჯგუფს" უკავშირდება. ჩანაწერში კვლავაც ამ კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა ექსპერტი გია ხუხაშვილი. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მიუხედავად იმისა, რომ ამ ფარულ აუდიოჩანაწერებში გვესმის ბიძინა ივანიშვილის გვარი, მე მაინც ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის ამ ბინძური თამაშის თანამონაწილეა, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც თითქოს არ იმჩნევს ამ ძალიან მძიმე ისტორიას, დროთა განმავლობაში უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, ამ სიბინძურეს გაემიჯნოს. ახლა საჭიროა ძალიან სწრაფი მოქმედება, ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციის, მისი ღირსების საქმეა ამ დანაშაულის გამოძიება და დასასჯელის დასჯა, ვინც არ უნდა იყოს იგი. თუ ბიძინა ივანიშვილმა ეს არ გააკეთა, მაშინ, ფაქტობრივად, ის ვითარება, ის განცდა, რაც საზოგადოებაშია ჩაბუდებული, რომ ყველაფერზე ის არის პასუხისმგებელი, დადასტურდება.

ახლა ივანიშვილის უმოქმედობა იქნება ამ ყველაფერზე ხელის მოწერა, პასუხისმგებლობის აღება, რაც ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს, რასაც ნამდვილად არ ვუსურვებდი. მესმის, იმ ხალხმა, ვინც ამ ხელისუფლების პირობებში შავი საქმეები აკეთა, დიდი გავლენა და სავარაუდოდ, დიდი ფულიც იშოვა, ისინი ამას იოლად არ შეელევიან, მაგრამ თუ პოლიტიკური ნება იქნება, მათთან გამკლავება მოხერხდება. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს, ასეთ შემთხვევაში, რაც უნდა დიდი გალავნები და ღრმა ბუნკერები აშენონ, ფარცხალაძეც და სხვებიც ვერსად დაიმალებიან.

..."ქართულ ოცნებას" არ ესმის ერთი მარტივი ჭეშმარიტება - დღეს მისი პრობლემა ოპოზიცია კი არ არის ან კონკრეტული საქმეები - ხორავას ქუჩის ტრაგედია, ოქუაშვილის თემა და ა.შ. არამედ მისი პრობლემაა ის, რომ მან თავის თავში გამოზარდა ურჩხული სისტემის სახით, რომელიც ახლა შიგნიდან მასვე ჭამს. დღეს ხელისუფლება მძევლად ჰყავს "კოლექტიურ მურუსიძეს", რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისგან გადმოიბარეს.

განსხვავება სააკაშვილის რეჟიმსა და "ქართული ოცნების" მმართველობას შორის ის არის, რომ სისტემური მანკიერება მაშინ თუ სადისტურ ხასიათს ატარებდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაზოხისტური გახდა. "ქართულ ოცნებას" ამ ურჩხულის მართვა არ შეუძლია, შედეგად, სადიზმი გადავიდა მაზოხიზმში და ლამის ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იყენებენ თვითდაზიანებებს...

ერთი წინადადებით დავახასიათებ საქართველოს უახლეს ისტორიას - ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ მოვედით "ნაციონალური მოძრაობის" სადიზმიდან "ქართული ოცნების" მაზოხიზმამდე. ყველა ეს საქმე, ყველა ნაღმი, რომელზეც ხელისუფლება ფეთქდება, გარედან კი არ არის დადებული, არამედ შიგნით, საკუთარ წიაღშივე აქვთ წაიკითხეთ მეტი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები