ავტორი:

ჯანდაცვის მინისტრი ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის გადარიცხვის ფაქტს ეხმაურება

ჯანდაცვის მინისტრი ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის გადარიცხვის ფაქტს ეხმაურება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიის საშუალებით გაიგო, რომ მედიკოსების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გარკვეული რაოდენობის თანხა შესწირა.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ზურაბიშვილს თანხა ექიმებმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაურიცხეს.

"იმის შესახებ, რომ ექიმებმა თანხა ჩარიცხეს, მედიიდან გავიგე. ის, რომ მათ ვინმე აიძულებდა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ეს არის მათი პირადი გადაწყვეტილება და ამის დასაზუსტებლად ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ოქტომბრის თვის შემომწირველთა რიგებში ექიმებიც არიან.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები