ავტორი:

აფეთქება უკრაინაში - 10 ათასი ადამიანი ევაკუირებულია

აფეთქება უკრაინაში - 10 ათასი ადამიანი ევაკუირებულია

უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„3 საათსა და 30 წუთზე ინფორმაცია მივიღეთ მე-6 არსენალის ხელმძღვანელისგან, რომ იჩნიას დასახლებულ პუნქტში, ჩერნიგოვის ოლქში აფეთქება მოხდა. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაცია დაშავებულებზე ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. შემთხვევის ადგილიდან 20 კილომეტრის რადიუსში შეჩერებულია ავტომობილებისა და მატარებლების მოძრაობა. ასევე დახურულია საჰაერო სივრცე.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ევაკუირებულია დაახლოებით 10 ათასი ადამიანი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე