ავტორი:

"ივანიშვილს ზურაბიშვილი თამარ მეფისთვის შეუდარებია, რაღა გვიჭირს, ცოცხალი გვყოლია ლეგენდარული მეფე" - ვის უწოდებს მოღალატეებს ბუბა კიკაბიძე

"ივანიშვილს ზურაბიშვილი თამარ მეფისთვის შეუდარებია, რაღა გვიჭირს, ცოცხალი გვყოლია ლეგენდარული მეფე" - ვის უწოდებს მოღალატეებს ბუბა კიკაბიძე

"თუ საქართველოში კიდევ ასე გაგრძელდა, ძალიან ბევრი წავა ამ ქვეყნიდან და მეც წავალ! მე 80 წელს გადავაბიჯე და ჩემი წასვლა შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ასეთ საქართველოში ცხოვრება არ მინდა!" - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ განაცხადა, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრებებიც დააფიქსირა:

- თქვენი კოლეგების უმეტესობა, ისევე როგორც ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს... თქვენ რა აზრის ხართ?

- არ გეცინებათ, როდესაც მაგ კითხვას მისვამთ?! რუსეთთან ყოფნა თუ გვინდოდა, ისედაც ვიყავით, იქედან არავინ გვაგდებდა! რუსეთი თავს არ გვანებებს და ამიტომ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ჩვენ ისევ საომარ მდგომარეობაში, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ! ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ახლაც რუსეთს უჭერს მხარს! ეს არის სამშობლოს ღალატი!

- სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს გულისხმობთ და ამას თქვენს კოლეგებზეც ამბობთ?

- დიახ, ყველაზე ვამბობ! მათზე ვამბობ, რომლებსაც სურთ ისევ ვაშლი გაყიდონ რუსეთში... ან თავისუფლები უნდა ვიყოთ, ან მონები! სალომე ზურაბიშვილის ხელში მგონია რომ თავისუფლები ვერ ვიქნებით! რასაც მე ვუსმენ, აშკარაა რომ პრორუსული ქალია! ბიძინა ივანიშვილს თამარ მეფისთვის შეუდარებია და რაღა გვიჭირს, ცოცხალი გვყოლია ლეგენდარული მეფე, ამდენს რომ ვეძებდით მის საფლავს!

- რას იტყოდით კანაფის კულტივაციის ინიციატივაზე?

- ხომ არ გექნებათ, რომ მომაწევინოთ? - ეგ არის ჩემი უკანასკნელი ნატვრა... ეს ირონიით და ისე კი ძალიან შეძრწუნებული ვარ! ქართველებს ერთი უბედურება გვჭირს: სიგლახეს მალე ვითვისებთ! ეგღა გვაკლია ჩვენთან მარიხუანას პლანტაციები ავაბიბინოთ... წაიკითხეთ ვრცლად

"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო დედა, მამა და გია... მაპატიეთ, გადაიტანთ როგორმე" - თამარ ბაჩალიაშვილის 5 ემოციური ვიდეოჩანაწერის ამონარიდები