ავტორი:

პალიტრის აკადემიამ თემაზე „ეფექტური გაყიდვები და მომსახურება“ ტრენინგი ჩაატარა

პალიტრის აკადემიამ თემაზე „ეფექტური გაყიდვები და მომსახურება“ ტრენინგი ჩაატარა

კომპანია „ინვეტი”-ს ორგანიზებითა და პროექტის „მოლი კახეთში“ მხარდაჭერით 6 ოქტომბერს "პალიტრის აკადემიამ" თემაზე „ეფექტური გაყიდვები და მომსახურება“ ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც აკადემიის ტრენერი/ფსიქოლოგი ნინო ბუაძე უძღვებოდა.

ტრენინგის მთავარ მიზანს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პოზიტიური კომუნიკაციის ეფექტურობისა და გაყიდვების ზოგადი პრინციპების შესახებ ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა.

ტრენინგს ესწრებოდნენ, როგორც კომპანია „ინვეტი“-ს თანამშრომლები, ასევე „ინვეტ ჯგუფის“ პარტნიორები და მომხმარებლები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.

კომპანია "ინვეტი", საქართველოში ვეტერინარიის სფეროში ლიდერი კომპანიაა, რომელიც 17 წელია ბაზარზეა. კომპანია საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი დისტრიბუციით და აერთიანებს 6 ფილიალს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს