ავტორი:

ქარიშხალმა ბავშვის სიცოცხლეც იმსხვერპლა - ამერიკა კვლავ დამანგრეველ სტიქიას ებრძვის

ქარიშხალმა ბავშვის სიცოცხლეც იმსხვერპლა - ამერიკა კვლავ დამანგრეველ სტიქიას ებრძვის

აშშ-ს ქარიშხალი "მაიკლი" დაატყდა თავს. სტიქიამ ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, დაანგრია სახლები და სულ მცირე 2 ადამიანი იმსვერპლა. CNN-ის ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში 11 წლის ბავშვია გარდაცვლილი.

მეორე ადამიანი „მაიკლმა“ ფლორიდაში იმსხვერპლა, სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, ხე დაეცა.

აშშ-ს ქარიშხალი თავს გუშინ დაატყდა, დღეს კი სიჩქარე შედარებით შესუსტდა, თუმცა კვლავ დამანგრეველი შედეგი აქვს.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ „მაიკლს“ ტორნადოები და ჭარბი ნალექი მოჰყვება.

ფლორიდაში, ქალაქ მექსიკო ბიჩში მცხოვრები პატრიშა მალიგენი ამბობს, რომ სახლი, სადაც ის ცხოვრობს, მუდმივად ირყევა. ის 280 ადამიანს შორის არის, რომელმაც გადაწყვიტა, ქარიშხლის დროს ქალაქში დარჩენილიყო. პატრიშას თქმით, სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა, წყლის დონემ კი პალმის ხეების კენწეროებს მიაღწია.

დანგრეულია მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ფანჯრების გარეშე დარჩა სამედიცინო ცენტრი Sacred Heart. კლინიკაში ამბობენ, რომ გენერატორებს ამუშავებენ და პაციენტები უსაფრთხო ზონებში ჰყავთ გადაყვანილი.

"ფეისბუქზე" ვრცელდება ფოტო, სადაც პანამა სითის დატბორილი აეროპორტი ჩანს.

ფლორიდაში 54 თავშესაფარია გახსნილი. ტროპიკული ქარიშხლისგან თავის დაცვისკენ ალაბამას, ფლორიდას, ჯორჯიას, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინების მოსახლეობას მოუწოდეს.

სამშაბათს „მაიკლი“ მეორე კატეგორიის ქარიშხალი იყო, ოთხშაბათს დილით კი მეხუთე კატეგორიის გახდა, ქარის სიჩქარემ 155 კმ/სთ შეადგინა, მოგვიანებით კი 125 კმ/სთ-მდე შემცირდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"