ავტორი:

"ქართული ანბანი - 33 ემოცია" - წიგნის წარდგენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა

"ქართული ანბანი - 33 ემოცია" - წიგნის წარდგენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა

10 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდზე უნიკალური გამოცემის, "ქართული ანბანი - 33 ემოცია" – Georgian Characters – 33 Emotions წარდგენა გაიმართა. წიგნი "ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის" ჩართულობით გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ გამოიცა. გამოცემა ქართველი ავტორების ქართულ ანბანთან დაკავშირებულ ემოციებს აერთიანებს.

სწორედ ისინი წარმოადგენენ წიგნის ავტორებს. თითოეულმა ავტორმა წიგნისთვის ემოცია ქართული ანბანის კონკრეტულ ასო-ნიშანს შეუსაბამა.

წიგნის ავტორები: ა - დათო ტურაშვილი ბ - ლია სტურუა გ - ლაშა ბუღაძე დ - დიანა ანფიმიადი ე - გურამ დოჩანაშვილი ვ - ქეთი ნიჟარაძე ზ - ხათუნა თავდგირიძე თ - გიორგი კეკელიძე ი - ლია ლიქოკელი კ - გურამ ოდიშარია ლ - მაია სარიშვილი მ - ვახტანგ ჯავახაძე ნ - ნინო ხარატიშვილი ო - ანა კორძაია-სამადაშვილი პ - ნანა ექვთიმიშვილი ჟ - ოთარ ჯირკვალიშვილი რ - როსტომ ჩხეიძე ს - რატი ამაღლობელი ტ - ტარიელ ჭანტურია უ - ბექა ქურხული ფ - ეთერ თათარაიძე ქ - პაატა შამუგია ღ - სალომე ბენიძე ყ - არჩილ ქიქოძე შ - ეკატერინე ტოგონიძე ჩ - მიხეილ ანთაძე ც - კოტე ჯანდიერი ძ - ნოდარ მამაცაშვილი წ - გიორგი არაბული ჭ - გაგა ნახუცრიშვილი ხ - აკა მორჩილაძე ჯ - თეონა დოლენჯაშვილი ჰ - ბესიკ ხარანაული

წიგნის იდეა მწერალ ეკატერინე ტოგონიძეს ეკუთვნის. გამოცემას წარადგენდნენ: მწერალი ეკატერინე ტოგონიძე, გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი - მაია ალუდაური, და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი - რ. მაიკლ ქაუგილი.

ეკატერინე ტოგონიძე - "ჩვენი უპრეცედენტო ანთოლოგია ზუსტად ეხმიანება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილს - ქართული ანბანისა და ანბანით მოთხრობილი საქართველოს თემას. ანთოლოგიაში ავტორები სრულიად განსხვავებული რაკურსითა და ემოციით გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ანბანის, დამწერლობის სამივე სახეობისა და მთლიანად ქართული ენის მიმართ. თითოეული ტექსტი ანბანის თითო ასო-ბგერაზე იწყება. ასე იკვრება 33 ქართველი თანამედროვე პოეტისა და მწერლის 33 ემოცია და ქმნის ერთგვარ თანამედროვე ანბანთქებას, რომელსაც რუსუდან ფეტვიაშვილმა გაცოცხლებული საზედაო ასოებით განუმეორებელი სახე მიანიჭა.

თუ ამ ალბომს ფლობთ, ჩავთვალოთ, რომ ხელთ გაქვთ ქართველთა ყოფიერების სახლის ერთ-ერთი გასაღები და ყველა მკითხველს, დამთვალიერებელს ამ სახლში სასიამოვნო მოგზაურობას ვუსურვებ!"

წიგნის შეძენა სულ მალე ქართველი მკითხველისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ