ავტორი:

კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა სინოდმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო -  განხეთქილებაში მყოფ ფილარეტ დენისენკოს ანათემა მოეხსნა

კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა სინოდმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო -  განხეთქილებაში მყოფ ფილარეტ დენისენკოს ანათემა მოეხსნა

ხუთშაბათს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა განხეთქილებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურს ფილარეტ დენისენკოს და მთავარეპისკოპოს მაკარი მალეტიჩს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მიზნით, ანათემა მოუხსნა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება უკანონოა - განუცხადეს „რია ნოვოსტის“ საბერძნეთის საეკლესიო წრეებში.

"გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე მიიღეს. ეს გაკეთდა მომავალში ავტოკეფალიის მინიჭების მიზნით, რადგან სქიზმატებს ავტოკეფალიას ვერ მიანიჭებენ", - განაცხადა რესპონდენტმა.

მისი თქმით, კანონიკური ჩინის დაბრუნება უკანონოა, რადგან ეს სასულიერო პირები განკვეთა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. მისივე თქმით, ავტოკეფალიის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ კანონიკური ეკლესიისთვის, რომელსაც კანონიკური სინოდი ჰყავს.

წყარომ, ასევე, გამოთქვა აზრი, რომ უკრაინის ავტოკეფალიას არავინ აღიარებს. თუმცა, მისი აზრით, მისი აღიარება შეუძლიათ ალბანეთის, ფინეთისა და ესტონეთის ეკლესიებს, რომლებსაც "პრობლემები აქვთ" რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე