ავტორი:

“იმოგზაურე ნარჩენების გარეშე” - „ვისოლის“ ახალი გარემოსდაცვითი კამპანია

“იმოგზაურე ნარჩენების გარეშე” - „ვისოლის“ ახალი გარემოსდაცვითი კამპანია

„ვისოლმა“ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN - ის მოხალისეებთან და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ცენტრალური ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.

„ვისოლი“ იწყებს კამპანიას “იმოგზაურე ნარჩენების გარეშე”, სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში გაიმართა დასუფთავების აქციაც. „ვისოლი“ მძღოლების მიერ მგზავრობისას ავტომობილიდან ნასროლი ნარჩენების დასუფთავების აქციით საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გარემოს გაუფრთხილდნენ.

როგორც „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, „ვისოლი“ ეკო მეგობრული ავტოტრანსპორტის პოპულარიზაციასაც ახდენს და საქართველოში ელეტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს.

„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. დღევანდელი აქციით გვსურს მგზავრებს მოვუწოდოთ არ დაანაგვიანონ გარემო და გაუფრთხილდნენ იმ მდიდარ ბუნებრივ რესურსებს რაც საქართველოს აქვს. მგზავრობისას გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამსუბუქებლად უახლესი ევროპული სტანდარტის საწვავის იმპორტის გარდა, „ვისოლი“ ეკო მეგობრული ავტოტრანსპორტის პოპულარიზაციასაც ახდენს და საქართველოში ელეტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.

როგორც ორგანიზაცია CENN-ის და USAID-ის ნარჩენების მართვის პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა სალომე სულაბერიძემ განაცხადა, აღნიშნული კამპანია ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

„ეს კამპანია არამარტო დასუფთავების აქციით შემოიფარგლება, არამედ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რომ გარემო არ დაბინძურდეს ნარჩენებით, განსაკუთრებით პოლიეთილენის პარკებითა და პლასტმასის ბოთლებით, რომლის გარემოში გახრწნას წლები და შეიძლება საუკუნეებიც დასჭირდეს“, - განაცხადა სალომე სულაბერიძემ.

დასუფთავების აქციას შეუერთდა ასევე ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირიც.

“ძალიან მიხარია, რომ „ვისოლმა“ გამოიჩინა სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოს დასუფთავება დაიწყო სტუდენტებთან ერთად. სტუდენტების მონაწილეობა იმიტომ არის კარგი, რომ გაიაზრებენ, რომ ნაგავი არ უნდა დავყაროთ. დასუფთავება ძალიან მაღალი კულტურაა, მაღლი კულტურაა ასევე ის, რომ ნარჩენებს ნაგვის ურნაში ვყრით, თუმცა, კიდევ უფრო მაღალი კულტურაა, რომ პოლიეთილენი შევამციროთ ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ დავინახეთ პოლიეთილენის მასობრივმა გამოყენებამ რა მოიტანა გარემოში“, - განაცხადა გოგა ჩანადირმა.

დასუფთავების აქციები კამპანია “იმოგზაურე ნარჩენების გარეშე” გაგრძელდება ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ და ეცდება იმოქმედოს მძღოლთა სამოგზაურო ქცევაზე, რომ ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის