საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ჩვენი ახალგაზრდობა ავადმყოფდება, წყდება..." - აფხაზეთში ახალი ნარკოტიკული საშუალება გამოჩნდა

12:23 / 12-10-2018

ბოლო ხა­ნებ­ში აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა “პრე­გა­ბა­ლი­ნის”, იგი­ვე “ლი­რი­კას” მოხ­მა­რე­ბის­თვის არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს. მათ კვალ­დაკ­ვალ აფხაზ­მა ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც აიყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, "ჩა­რე­ვე­ბის" შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა. აფხა­ზე­ბი წე­რენ, რომ რე­გი­ონ­ში ახა­ლი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­მო­ი­ტა­ნეს - ეს “პრე­გა­ბა­ლი­ნია”, თუმ­ცა უფრო ძლი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა აქვს.

"ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, პირ­და­პირ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს და მას ძი­რი­თა­დად 18-წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დე­ბი მო­იხ­მა­რენ. არა­ერ­თი მათ­გა­ნი აიყ­ვა­ნეს სკო­ლებ­ში, სკვე­რებ­სა და პარ­კებ­ში... უაზ­რო გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით და სა­ში­ში, აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით მო­იყ­ვა­ნეს 16 წლის ბიჭი სკო­ლი­დან სახ­ლში. მას ექი­მებ­მა ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს და შემ­დეგ, ისევ ვი­ღაც ახალ­გაზ­რდამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნემ უშ­ვე­ლა,” - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ია­სონ აფხა­ზი.

რაც შე­ე­ხე­ბა “პრე­გა­ბა­ლინს”, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ბევ­რმა თქვა, რომ მას ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით იღებ­და, თუმ­ცა, მისი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა. "ამ მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­წე­რის უფ­ლე­ბა, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ყვე­ლა ექიმს არ აქვს..." - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია და დას­ძენს, რომ მას ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ე.წ. ლომ­კის მო­სახ­სნე­ლად იღე­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ პრე­პა­რატს, ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ნე­ბარ­თვით, 90-იანი წლე­ბის ომის მო­ნა­წი­ლე­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით 50 ადა­მი­ა­ნი იღებს. თუმ­ცა, ამის ფონ­ზე ის რე­გი­ონ­ში ას­ჯერ მეტი რა­ო­დე­ნო­ბით შე­დის და უკონ­ტრო­ლოდ ვრცელ­დე­ბა...

“ამი­ტო­მაც გვყავს ფსი­ქი­კა­შერ­ყე­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რო­მელ­თაც არა­ნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ. რჩე­ვას ვერ მის­ცემ, შე­ნიშნ­ვას მით უფრო. ასაკ­თან შე­და­რე­ბით სას­ტი­კი, აგ­რე­სი­უ­ლე­ბი და სა­ში­შე­ბი არი­ან," - წერს Абхазия-Информ.

სო­ხუ­მის ე.წ რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი დის­პან­სე­რის მთა­ვა­რი ექი­მი ირმა ანუა აცხა­დებს, რომ პრე­პა­რა­ტის და­ნიშ­ვნა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში უნდა მოხ­დეს, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ექი­მე­ბი გარ­კვე­ულ პი­რებ­თან შეკ­რუ­ლი არი­ან და მისი გა­ყიდ­ვი­თა და მოხ­მა­რე­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მით, ბო­ნუ­სებს იღე­ბენ.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუმ­ში 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ ნა­ყო­ფია და­ა­კა­ვეს. ის სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი-სო­ხუ­მის მა­ტა­რე­ბელ­ში იჯდა და ცან­დრიფ­შის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­ნახ­ვის­თვის აიყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, სო­ჭე­ლი არაქს სრთლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ყვე­ლამ იცის, რომ ის წლე­ბია სო­ხუმ­ში და­დის და ისიც იცი­ან, რა საქ­მე­ზე და­დის, ვინ ჰყავს, ვის ამაგ­რებს და რა უბ­ნებ­შია მათი “ბაზა", რო­გორ ვრცელ­დე­ბა შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი და ვინ უდ­გას მას სა­თა­ვე­ში, მაგ­რამ ამა­ზე ხმის ამო­ღე­ბას ვერ ვბე­დავთ, რად­გან თურ­მე სომ­ხე­ბის სი­ძულ­ვილ­ში ჩაგ­ვეთ­ვლე­ბა... ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა კი ავად­მყოფ­დე­ბა, წყდე­ბა, მცირ­დე­ბა, ილე­ვა..." - წერს სო­ხუ­მე­ლი ხა­თუ­ნა პა­პა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ოქ­ტომ­ბერს, ასე­ვე ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვა გავ­რცე­ლე­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რის ალ­ხას არ­შბას ტყვარ­ჩე­ლის “სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან” გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ. აფხა­ზე­ბის თქმით, მას სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში დიდი ოდე­ნო­ბით მა­რი­ხუ­ა­ნაც ჰქონ­და მოყ­ვა­ნი­ლი და არ­სე­ბუ­ლი “კა­ნონ­მდებ­ლო­ბით”, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში 10-12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯათ.

“ერის დეგ­რა­და­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს: ახალ­გაზ­რდე­ბი, ვი­საც ნარ­კო­ტი­კის ფული არ აქვს, ძი­რი­თა­დად სოფ­ლებ­ში, “ჭა­ჭით" შტერ­დე­ბი­ან... ცნო­ბი­ლი აკა­დე­მი­კო­სი ფე­დო­რო­ვი 20 წელი მუ­შა­ობ­და აფხა­ზე­თის სხვა­დას­ხვა სოფ­ლებ­ში ექი­მად და გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო იმით, თუ რა ასა­კი­დან იწყე­ბენ და­ლე­ვას აფხა­ზე­ბი... რამ­დე­ნი­მე დღით ვი­ყა­ვი სტუმ­რად ტყვარ­ჩე­ლის ერთ-ერთ სო­ფელ­ში და მე იქ ფხი­ზე­ლი აფხა­ზი არ მი­ნა­ხავს,” - წერს ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა abkhaz-auto.ru-ს კო­მენ­ტა­რებ­ში ერთი აფხა­ზი.

გაზიარება
ტეგები:
#აფხაზეთი
#ნარკოდანაშაული
#პრეგაბალინი
მკითხველის კომენტარები /24/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანო
4
0
ჯერ სად ხართ, ქართველების ცოდვიტ ძაღლებივით იყეფებთ
11:49 / 24-10-2018
გამოხმაურება //
Georgia
1
0
რად გვინდა ჩვენ მტერი, ჩვენით ვიკლავთ თავს, უხმლოდ, უთოფოდ, უტყვიოდ, ვითომ ხმლით, თოფით და ტყვიით ცოტა გაგვწყვიტეს და საკმარისი არაა ...?! ნუთუ, ამ პატარა ქვეყანაში არ შეიძლება შემოევლოს ამ საქმეს?! მარა, დიდი ფარაა მაგაში, მაგას როგორ მიატოვებენ ... მაგიორში დიდ ხარხსაც გადავიხდით, ოღონდ და თუ ჰგონიათ მარტო ჩვენ გადავიხდით და ისინი არა, ვინც მაგაში ფულს აკეთებს, ძალიან სცდება, მწარედ სცდება ... მაგათ ათამაგად მოუწევთ გადახდა ...
13:53 / 22-10-2018
გამოხმაურება //
გია-ს
5
0
აბა ვისი საქმეა?
15:45 / 16-10-2018
გამოხმაურება //
გია
4
12
საკუთარ ქართველ ნარკომანებს და საქართველოში ნარკომანიის მასიურად გავრცელებას მიხედეთ,ქართველებო! თქვენი საქმე არ არის,თუ რა ხდება აფხაზეთში!
13:07 / 15-10-2018
გამოხმაურება //
შიშველი სიმართლე
21
0
არანაირი ოსეთი არ არსებობს, საქართველოს ტერიტორიაზე. არც სამაჩაბლო და არც საბარათაშვილო. არსებობს შიდა ქართლი, ოკუპირებულ ნაწილს კი დაუძახეთ ცხინვალის ოკუპაციური ზონა. ისწავლეთ საკუთარი ინტერესების დაცვა. სეპარატისტების ჯანმრთელობაზე კი ზედმეტს ნუ იდარდებთ. ქართველთა მოძულეებისგან ქვა ქვაზე ნუ დარჩება და ხორცი ძვალზე
13:33 / 13-10-2018
გამოხმაურება //
კახა
29
0
ტერმინ ოსეთს ნუ იყენებთ. საქართველოს ტერიტორიაზე ამგვარი ადმინისტრაციული ერთეული არ არსებობს. გამოიყენეთ შიდა ქართლი ესე ქვია ოფიციალურად მაგ რეგიონს
12:28 / 13-10-2018
გამოხმაურება //
ერი გადარჩება?
20
4
მთლიანი საქართველო იღუპება, მათ შორის აფხაზეთიც და ოსეთიც, ვაზელინა პოლიტიკოსების ხელში
11:44 / 13-10-2018
გამოხმაურება //
!
13
5
ისე მკურნალობა შენც არ გაწყენდა
11:35 / 13-10-2018
გამოხმაურება //
))
9
3
ნატო ყიდდა სტამბოლის ბაზარზე ქართველებს და ნატო აპირებს მარიხუანას დათესვას)
11:34 / 13-10-2018
გამოხმაურება //
tngh
10
1
ჩვენ ჩვენი უნდა ვეცადოთ... სიკეთე მაინც თავისას გაიტანს...
19:02 / 12-10-2018
გამოხმაურება //
ალეკო
30
6
არც ჩვენ გვიდგას კარგი დღე
19:02 / 12-10-2018
გამოხმაურება //
Davit
24
3
ჩვენ ლარი გვყავს ავად, სარკომა ხომ ქონდა და ახლა მუცლის ტიფიც დაემართა, პლუს ანორექსია, ყოველდღე იკლებს წონაში, სულ გაილია.
18:06 / 12-10-2018
გამოხმაურება //
GIGUSHA
24
8
დაახლოებიტ 20-25 წლის წინ , გაეროს ტრიბუნიდან(??!!) დევიდ როკფელერმა გარკვევიტ გიტხრად: დედამიწას არა აქვს რესურსი რომ გამოკვებოს 8-9 მლრდ. ადამიანი ! (არადა მეცნიერები ამბობენ რომ 20 მლრდ.-ის გამოკვებაც არაა პრობლემა) (მატი მარტვაა პრობლემა!!) ამიტომაც ყველანაირად უნდა ვეცადოტ მოსახლეობის ზრდის პრობლემის მოგვარებას(?!!) არ გჯერად? ,იუტუბზე, დევს მისი გამოსვლა!! მიმდინარეობს გეგმიური მოსახლეობის ლიკვიდაცია! გენ-პროდუქტებიტ, ნარკოტიკიტ, წამლებიტ, გარემის დაბინდზურებიტ, ვირუსებიტ და სხვა გასაიდუმლოებული მეტოდებიტ! არავის არ დაინდობენ! განსაკუტრებიტ სლავებს და მარტლმადიდებელ ერებს!!
17:35 / 12-10-2018
გამოხმაურება //
მანანა
25
6
არც ჩვენ გველის ნაკლები. ჯერ მარიხუანით დაიწყეს, მერე უფრო მძიმეზე გადავლენ, ჯერ სად ვართ
16:36 / 12-10-2018
გამოხმაურება //
მალეჰხ
24
2
ჯერ იყო და მახვილითა და შვილდისრებით გადაგვიარეს, კაი საჯიშე ქართველები სტამბოლის ბაზარზე გაგვიყიდეს, მერე ეკლესიები და რელიგია შეგვილახეს, ახლა ცოტას ნარკოტიკებს მოიშველიებენ და სულ ცოტანი რომ დავრჩებით, აი მერე წითელ წიგნში უეჭველი შეგვიტანენ და ნატო მაპსაც მოგვანიჭებს.
16:29 / 12-10-2018
გამოხმაურება //
tbiliseli
39
6
შენ ისე ლაპარაკობ, თითქოს ჩვენზე და აბხაზებზე იყოს დამოკიდებული ყველაფერი, გადავდოთ ყველაფერი წყენა და მივუტებოთ ერთმანეთსო???? მერე და გიშვებს რუსეთი ამ ყველაფრისკენ???? ამაზე თუ გიფიქრია!!!!!!!!!!!!!
15:54 / 12-10-2018
გამოხმაურება //
44-ს
7
9
ნუ ღელავთ, ჩვენ ჩვენი მოგვეკითხება, მაგრამ აი ისინი, ვინც დისლაიკები მიუწერეს, სერგო ორჯონიკიძეზე თუ სმენიათ რამე?
15:33 / 12-10-2018
გამოხმაურება //
ევსტათი აბრამიშვილი
9
9
აფხაზ და ოს პენსიონერებს ჩვენი ბიუჯეტიდანაც ჩაურიცხოთ პენსია.
15:23 / 12-10-2018
გამოხმაურება //
მ. ტ.
49
6
მაინც მგონია, რომ არ ღირს აფხაზების გადაგვარება-გადაჯიშებით აღფრთოვანება, მითუმეტეს, რომ საქართველოს ამ ღმერთისგანაც მივიწყებულ კუთხეში ისეთი არაფერი ხდება, რაც დანარჩენ საქართველოში არ ხდება და მათგან განსხვავებით ჩვენ რამდენად გვახსოვს ღმერთი, ეგ კიდევ ცალკე თემაა... ნებისმიერ შემთხვევაში, თუ საქართველოს ამ ძირძველ კუთხეს ოდესმე სამშობლოში დაბრუნება უწერია, ჩვენ აფხაზებთან მოგვიწევს საუბარიცა და თანაცხოვრებაც და რაც უფრო მეტი საღად მოაზროვნე ადამიანი დარჩება ამ მხარეში, წესით, ეს უფრო უნდა გვერჩივნოს...
14:51 / 12-10-2018
გამოხმაურება //
tedore
43
3
გავგიჟდი, ნაყოფია მიხეილი და პაპავა ხათუნა აფხაზები არიან?, ნარკომანია ხო პრობლემაა მაგრამ, ეს ტვინარეული ქართველები რა უბედურებაა, რას აფხაზები? მანდ ყველა ქართველები არიან ბირთვი. ტრაგედიაა ეს ყველაფერი.
14:34 / 12-10-2018
გამოხმაურება //
tngh
21
9
გულწრფელად ვწუხვარ... აფხაზეთს და აფხაზურ ეთნოსს დახმარება სჭირდება. გადავდოთ გვერდზე ორმხრივი შეცდომა-დანაშაულებები და დავეხმაროთ. ეს ერთიანი საქართველოს ვალდებულებაა. მოხარული ვარ, რომ ბევრი აფხაზი მკურნალობს საქართველოში... შერიგება და მიტევება!!! ვისაც ეს არ სურს, მას არც საქართველოს გამთლიანება უნდა.
14:08 / 12-10-2018
გამოხმაურება //
44
7
29
თქვენ ხომ დაწყობილი გავთ ქვეყანა
14:04 / 12-10-2018
გამოხმაურება //
ერთი სიტყვით.....
53
11
ჯერ სადახართ, რაც თქვენ ქართველთა ცოდვა გაწევთ, რა გეგონათ შეგრჩებოდათ?
13:47 / 12-10-2018
გამოხმაურება //
XXI
25
2
ჯაფარ აფხაზეთში როგორ მოხვდი ?))
13:35 / 12-10-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
13:45 / 20-02-2019
აფხაზეთში ნავთობს ეძებენ - "ისე გადაბურღავენ აქაურობას, რუსიც აღარ მოისურვებს დასასვენებლად ჩამოსვლას..."
16:19 / 18-02-2019
დარჩება თუ არა აფხაზეთი უშუქოდ - ენგურჰესი მუშაობას წყვეტს?
16:07 / 10-02-2019
"რუსული ნომრები თუ აქვს, "გაიც" აღარ აჩერებს. აბა გაბედე და გზის დათმობა სთხოვე, გადაგივლიან" - აფხაზეთში ავარიას რუსი სამხედრო ემსხვერპლა
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია