ავტორი:

აფრიკაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გაიტაცეს

აფრიკაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გაიტაცეს

აფრიკაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მოჰამედ დევჯი გაიტაცეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 43 წლის მილიარდერი შეიარაღებულმა ნიღბიანებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც ელიტარული სასტუმროს სპორტულ დარბაზში სავარჯიშოდ მივიდა. სამართალდამცავების ცნობით, დევჯი იქ ხშირად დადიოდა და მას ყველა ცნობდა.

ინცინდენტთან დაკავშირებით პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი მათ ნამდვილად ჰქონდათ თუ არა მომხდართან კავშირი. სამართალდამცველების ინფორმაციით, გამტაცებლებიდან ორი უცხოელია.

ამ ეტაპზე უცნობია გატაცების მოტივი, რადგან გამტაცებლებს რაიმე ოდენობის თანხა ან სხვა სახის მოთხოვნა ჯერჯერობით არ დაუყენებიათ.

თვითმხილველთა თქმით, მათ ბიზნესმენი მანქანაში ჩაისვეს, რამდენჯერმე ჰაერში გაისროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ჟურნალ Forbes–ის მონაცემებით, დევჯი 1,5 მილიარდი დოლარის მფლობელია და ის ტანზანიაში ერთადერთი მილიარდერია. გამოცემის ცნობით, 2016 წელს მან განაცხადა, რომ შემოსავლების ნახევარს ქველმოქმედებას შესწირავდა, თუმცა პირობა შეასრულა თუ არა, ცნობილი არ არის.

"ტანზანიაში დევჯი ცნობილია ზედმეტსახელით, "მო". მან თავისი ოჯახის მცირე ბიზნესი უზარმაზარ და მრვალფეროვან ბიზნესად აქცია, რომელიც მთელ აფრიკაშია გავრცელებული. მას ყველა იცნობდა, ანგარიშს უწევდა და აფასებდა," – წერს bbc.com–ის აფრიკელი ჟურნალისტი ატხუმან მტულია.

მისივე თქმით, დევჯის მფლობელობაში მყოფი კომპანია Mohammed Enterprises Tanzania Ltd სხვადასხვა სახის ბიზნესსაქმიანობას აფრიკის კიდევ 11 სახელმწიფოში აწარმოებს. მისი ინტერესების სფეროა სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, საფეიქრო მრეწველობა და მშენებლობა.

ასევე მის საკუთრებაშია კომპანია METL, რომელიც აწარმოებს ტექსტილს, ფქვილს, წვენებს, ზეთებს და სხვა კიდევ რამდენიმე დასახელების პროდუქციას.

მოჰამედი 2015 წლამდე მმართველი პარტიის დეპუტატი იყო და აფრიკაში ძალიან დიდი გავლენებით სარგებლობდა თუმცა, თავისი სიმდიდრის მიუხედავად ის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავდა და დაცვის გარეშე დადიოდა.

ადგილობრივი ეკოლოგიის მინისტრის ჯენუარ მაკამბას თქმით, ის უკვე ესაუბრა ბიზნესმენის მამასა და ოჯახს. როგორც მილიარდერის მამა ამბობს, დევჯის არავინ ემუქრებოდა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თავის ქვეყანაში და მით უფრო ქალაქში დაცვის გარეშე გაადგილდებოდა.

"ამიტომაც გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი გამტაცებლები უცხო ქვეყნის მოქალაქეების არიან" - წერს სოციალურ ქსელის თავის გვერდზე ტანზანიის მინისტრი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"