ავტორი:

პატრიარქი - მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს

პატრიარქი - მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს

მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა მრევლს "სვეტიცხოვლობა" მიულოცა და ტაძრისა და ქალაქ მცხეთის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღეს არის ჩვენი უდიდესი ეროვნული დღესასწაული - სვეტიცხოვლობა. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. სიხარული და მწუხარება შეენაცვლებიან ერთმანეთს და როგორც ტყუპი ძმები, ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველს და მცხეთას კარგი და მძიმე. დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტისა ცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოსი. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, რომ ადამიანმა, ქართველმა რომ აიღოს ხელში მიწა და გამოწუროს, მოწამეების სისხლი გამოედინება. მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. მეფის კურთხევა ხდებიდა სვეტიცხოველში, პატრიარქების და ეპისკოპოსების კურთხევა.

მცხეთა განსაკუთრებული ქალაქია და განსაკუთრებული ადგილია. ქრისტეშობამდე ექვსი საუკუნით ადრე იყო ჩამოტანილი ჯვარი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. გაცილებით ადრე დაიწყო. შემთხვევით არ არის, რომ აქ იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს. ბედნიერები ვართ რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ ბედნიერ დღეს ჩვენთან არის პრემიერ-მინისტრი საქართველოსი, მერი თბილისისა და სხვა თანამდებობის პირები. გილოცავთ ამ დღესასწაულს", - განაცხადა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს მრევლს სვეტიცხოვლობა საქართველოს პრემიერმაც მიულოცა. "თქვენო უწმინდესობავ, ჩემო მეგობრებო, მინდა მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს, განსაკუთრებით მრავალეთნიკურ ერს, განსაკუთრებით კიდევ ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე. სვეტიცხოველი არის სიმბოლო ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცისა და ამავე დროს სიმბოლო ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ