ავტორი:

კახა კალაძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე - "ექშენი" აკლია ნამდვილად

კახა კალაძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე - "ექშენი" აკლია ნამდვილად

მაგის ნიჭიც არ ჰქონიათ, რომ ცოტა საინტერესო ყოფილიყო მოსახლეობისთვის, "ექშენი" აკლია ნამდვილად, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემჟურნალისტებს "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე დასმულ შეკითხვას. მან აუდიო ჩანაწერებს უნიჭოდ დადგმული შოუ უწოდა.

"საქმე გვაქვს ერთ დიდ უნიჭოდ დადგმულ შოუსთან, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობს. ჩვენ ყოველდღე ვისმენთ ახალ -ახალ სისულელეებს. ისე მაგის ნიჭიც არ ჰქონიათ, რომ ცოტა საინტერესო ყოფილიყო მოსახლეობისთვის, ჩვენთვის. ცოტა „ექშენი“ აკლია ნამდვილად. სასაცილოა ყველაფერი, თუმცა თუ რამე კითხვები არსებობს, გამოძიება დაწყებულია და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე", - აღნიშნა კახა კალაძემ.

VIDEO: "რას დგამენ, ვუსმენ ამ სერიალებს და ვერ გავერკვიე რა ხდება "- მმართველი გუნდი "ომეგას" საქმეზე გავრცელებულ ახალ ჩანაწერებს ეხმაურება

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები