ავტორი:

ფარცხალაძის "აღიარებითი ჩვენება" - რა დევს ყოფილი მთავარი პროკურორის შავ ყუთში?

ფარცხალაძის "აღიარებითი ჩვენება" - რა დევს ყოფილი მთავარი პროკურორის შავ ყუთში?

3 ბინა და 4 კომერციული ფართობი თბილისში, ბინა ბათუმში, 2 ბინა ბაკურიანსა და ტაბახმელაში, მიწის 4 ნაკვეთი წავკისში - ეს ფარცხალაძის უძრავი ქონების მხოლოდ ის ჩამონათვალია, რომლის შესახებ ინფორმაციამ პრესაში გაჟონა და რომელიც ფარცხალაძემ პროკურორობის შემდეგ, ბოლო 4 წლის განმავლობაში შეიძინა.

ცალკე საკითხია სხვადასხვა კომპანიები, რომელთა დამფუძნებლად ან მეწილედ ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძე ხან ჩნდება და ხან ქრება. რა გარჯით იშოვა ეს ყველაფერი ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ორ თვეზე ნაკლებ დროში ორი ბინით, 1994 წელს გამოშვებული ავტომობილითა და "პროგრეს ბანკის" 100 ათას დოლარიანი სესხით დატოვა? ამ შეკითხვაზე მისმა უფლებადამცველმა ისეთი პასუხი გასცა, რაც შესაძლოა "შავი ყუთის" გაშიფვრის წინა პირობა გახდეს. ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე 5 წელია ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია Elbit-ის ბიზნესპროექტია.

ადვოკატის თქმით, ეს პროექტი ოთარ ფარცხალაძისთვის ერთ-ერთი საამაყოა: თუმცა მას გამორჩა, რომ თვითმფრინავის ნაწილების წარმოება 2019 წლის დასაწყისში იწყება, მას შემდეგ, რაც ქარხანა სერტიფიცირებას გაივლის. ამიტომ გაუგებარი დარჩა, როგორ მიიღო ფარცხალაძემ 5 წლის განმავლობაში შემოსავალი კომპანიიდან, რომელსაც ჯერ პროდუქციის წარმოებაც არ დაუწყია, შესაბამისად, არ გაუყიდია, არც შემოსავალი და მოგება უნახავს და იქით საჭიროებს ინვესტირებას. საპარტნიორო ფონდმა კი ფარცხალაძისა და მისი ადვოკატის ვერსიას საერთოდ ცივი წყალი გადაავლო და განაცხადა, რომ ფარცხალაძეს ამ ქარხანასთან შეხება არასდროს ჰქონია და არც ანაზღაურება მიუღია. საპარტნიორო ფონდის განცხადების შემდეგ, ფარცხალაძის ადვოკატმა ყოველგვარ კომენტარზე უარი განაცხადა, რაც დამატებითი ეჭვების საფუძველი გახდა.

იქნებ ადვოკატმა შეცდომა დაუშვა, იმაზე მეტი ილაპარაკა, ვიდრე საჭირო იყო, თავისდა უნებურად ამხილა თავისი კლიენტი და კიდევ ერთ საეჭვო მაქინაციაზე მიუთითა?! თუ როგორ, ამას ახლავე გიამბობთ:

არსებობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით დადასტურებული განკარგულება, რომელიც 2015 წლის 25 აგვისტოთი თარიღდება და რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თბილისში, ქვემო ალექსეევკის დასახლება ნავთისხევში მდებარე 62 887 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200.000 ლარად საკუთრებაში შპს "როიალ დეველოფმენთს" უნდა გადაეცეს. ამ დროს "როიალ დეველოფმენთის" 40%-იან წილს ფარცხალაძე ფლობდა და კომპანიის დირექტორიც ის იყო.

ამავე განკარგულებაში წერია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, კომპანიამ აღნიშნულ მიწაზე 3000 კვმ ფართობის შენობების მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება უნდა უზრუნველყოს.

ანუ კომპანიას შეეძლო, სახელმწიფოსგან ნაყიდ მიწაზე შენობების აშენების ვალდებულება მესამე პირისთვის, სხვა კომპანიისთვის დაეკისრებინა. მაშ, რისთვის სჭირდებოდა "როიალ დეველოფმენთს" მიწა, რომელიც სახელმწიფოსგან საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებად, 1 კვმ სულ რაღაც 3,18 ლარად - სიმბოლურ ფასად შეიძინა? საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ზუსტად ერთ წელიწადში, 2016 წელს, იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც ფარცხალაძის კომპანიამ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად იყიდა, სააქციო საზოგადოება "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები", იგივე "ციკლონი" ხდება წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები