ავტორი:

5 რჩევა, როგორ გავყიდოთ პროდუქტი მარტივად

5 რჩევა, როგორ გავყიდოთ პროდუქტი მარტივად

21-ე საუკუნე გაყიდვების ეპოქაა. დღეს შეთავაზებების ბაზარი მეტად მრავალფეროვანია და ძალიან მაღალია კონკურენციაც. გაზრდილი კონკურენციის ფონზე კი საკმაოდ გართულდა გაყიდვაც. შესაბამისად, მწარმოებლები თუ რეალიზატორები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, რომ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება კარგად გაყიდონ.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელიც გაზრდილი კონკურენციის პირობებში პოტენციური მომხმარებლებისა და კლიენტების ყურადღების მიქცევასა და მათ დაინტერესებაში დაგეხმარებათ.

ელექტრონული კომერცია

თუ თქვენ რამის გაყიდვა გსურთ, აუცილებლად უნდა იყოთ წარმოდგენილი ონლაინ სივრცეშიც. დღეს ელექტრონული კომერცია მეტად მზარდი სფეროა და შესაბამისად, ონლაინ გაყიდვებს საერთო გაყიდვებში ძალიან დიდი ნაწილი უკავია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ონლაინ გაყიდვების თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი მოძებნოთ და აქტიურად იმუშაოთ ამ მიმართულებით.

მარტივი შეთავაზება

ტექსტი უნდა იყოს მარტივი და გასაგები. ეცადეთ თავიდან აირიდოთ ზედმეტი ინფორმაცია, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში ვერ დაეხმარება. თუ თქვენ გსურთ, კლიენტს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოთ კომპანიის, პროდუქტის თუ სიახლის შესახებ, ამას ნუ გააკეთებთ გაყიდვასთან ერთად, არამედ მისი მიწოდების სხვა ფორმა მოიფიქრეთ.

ინოვაციური მეთოდები

მოიძიეთ გაყიდვების თანამედროვე და პრაქტიკული საშუალებები. მაგალითად, ერთ-ერთი ესეთია adword.ge. ეს არის პოტენციურ კლიენტებთან მისვლის მარტივი გზა ოპტიმალური დანახარჯებით, რადგან თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც საიტის ვიზიტორი თქვენს რეკლამას დააკლიკებს. მრავალფეროვანი საიტებიდან თავად ირჩევთ, რომელზე რამდენი ხნით გსურთ რეკლამის განთავსება.

კარგი ვიზუალი

სერვისის თუ პროდუქტის გაყიდვის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს, თუ როგორ არის ის წარმოდგენილი. გადაიღეთ მაღალი ხარისხის ფოტოები, რომელიც თქვენს შეთავაზებას კარგად წარმოაჩენს. გაყიდვაში სხვა სახის ვიზუალური მასალა, მაგალითად, ინფოგრაფიკების ჩართვაც დაგეხმარებათ.

მსუბუქი იუმორი

პოტენციური მომხმარებლების ყურადღების მიქცევაში იუმორი დაგეხმარებათ. იუმორი შემდგარი ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ასეა გაყიდვების შემთხვევაშიც. ნუ გადაიჭრებით დაცინვასა და სარკაზმში, მაგრამ იყავით უშუალოები, გამოიყენეთ მხიარული, სასიამოვნო სიტყვები, რომლებიც პოტენციურ მომხმარებელს გააღიმებს, დადებით ემოციებს გამოიწვევს და თქვენდამი პოზიტიურად განაწყობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი