ავტორი:

"სუბელიანს და ფარცხალაძეს ტყვედ ჰყავხართ აყვანილი" - ნიკა მელია უმრავლესობას

"სუბელიანს და ფარცხალაძეს ტყვედ ჰყავხართ აყვანილი" - ნიკა მელია უმრავლესობას

სუბელიანს და ფარცხალაძეს ტყვედ ჰყავხართ აყვანილი, - ასე მიმართა ბიუროს სხდომაზე, გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. მან მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ გაემიჯნონ ოთარ ფარცხალაძესა და მირზა სუბელიანს.

„მოვიტყუები და არ ვიქნები გულწრფელი თუ ვიტყვი, რომ რაიმე სხვა მოლოდინი მქონდა და მოვისმენდი პარლამენტის თავმჯდომარისგან იმას, რისი მოსმენაც უნდა საზოგადოებას. არსებობს რაღაც ჯგუფი ადამიანების, რომლებსაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ერთი დღით მაინც გამოხვიდოდით ვიწროპარტიული ინტერესებიდან და „ქართული ოცნების“ როლიდან და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებდით განცხადებებს. არ გამტყუნებთ არც ერთ თქვენგანს, ვინც აქ ხართ, რადგან არანაირი ბერკეტი არ გაქვთ გავლენა მოახდინოთ არაფორმალურ დაჯგუფებებზე, რომელიც მართავს ქვეყანას. გულახდილად გეუბნებით, აქვე მოვიტყუები, ბატონ მდინარაძეს ან ნებისმიერ ადამიანს ვუთხრა, რომ წადი და ფარცხალაძეს საქმე გაურჩიეო“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, გუშინდელი ჩანაწერები არის იმის დამადასტურებელი, რომ ამ ქვეყანას მართავს შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც იმართებიან და მჭიდრო კომუნიკაციაში არიან მინისტრებთან, განსაკუთრებით სუბართან, გახარიასთან.

„ამის თქვენ არ გჯერათ, რაზე უნდა ვისაუბროთ? მოწყვეტილი ხართ რეალობას. ზაზა სარალიძის შვილის მკვლელი რატომ არ არის დასჯილი, ვერ გავიგეთ გუშინდელი ჩანაწერებიდან? ერთი თვე დაახლოებით ათენებს რუსთაველის გამზირზე (ყველანი ხომ მამები ვართ, ძირითადად დედებიც ვართ). 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ არ უნდოდა საზოგადოებას, რომ უნდოდა უკეთესი და არა უარესი. წარმატებები, რაც გქონდათ წინა ხელისუფლებას, ის უნდა გაგრძელენებინათ. რეალურად, სახელმწიფო ჩააბარეთ ფარცხალაძეს, სუბელიანს და ა.შ. ქურდი რომ ჰყავდა შეყვანილი ავალიანი და აწამებდა, ეს ვერ მოვისმინეთ? ხომ არ გაგახსენდათ ასეთ შემთხვევაში გვარი თათუხაშვილი?! გამოვრიცხავდი, მაგრამ ოდნავ მაინც ვუშვებდი, რომ საგანგებო სხდომას მოიწვევდით ხვალ და მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებდით“, - მიმართა მელიამ ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

ნახეთ ვიდეო : "თქვენ ხართ ტყვეობაში აყვანილი ფარცხალაძის და სუბელიანის მიერ... ბანდიტების ხელში ხართ" - ნიკა მელია უმრავლესობას

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები