ავტორი:

ბანდიტები, სასახლეები და კრიმინალი თქვენკენ მოიკითხეთ - საკუთარი ცოდვებიც მოიკითხე, ბატონო ნიკა - ირაკლი კობახიძე მელიას

ბანდიტები, სასახლეები და კრიმინალი თქვენკენ მოიკითხეთ - საკუთარი ცოდვებიც მოიკითხე, ბატონო ნიკა - ირაკლი კობახიძე მელიას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს. როგორც ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას საპასუხოდ განაცხადა, ეს სპექტაკლი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუვარდება.

„ბანდიტები, სასახლეებიც, კრიმინალიც თქვენკენ მოიკითხეთ. საკუთარი, პირადი ცოდვებიც მოიკითხე, ბატონო ნიკა, გარდა გუნდის ცოდვებისა. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომ საუბრობს მაღალ მატერიებზე, ესაა უბედურება და ეს უბედურება ძალიან მალე უნდა დასრულდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩეოდა გაუპატიურებით, ადამიანების ღირსების შელახვით, ბიზნესის რეკეტით და ათასი უბედურებით. ეს ადამიანები ახლა ლაპარაკობენ სპექტაკლებით გამოგონილ თემებზე. ერთი სპექტაკლი დაიწყეთ და ჩაგივარდათ, მეორე სპექტაკლიც ჩაგივარდებათ ისევე როგორც პირველი სპექტაკლი“, - მიმართა მელიას კობახიძემ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამბიუროს სხდომაზე განაცხადა, გუშინდელი ჩანაწერები არის იმის დამადასტურებელი, რომ ამ ქვეყანას მართავს შეიარაღებული დაჯგუფებები, „რომლებიც იმართებიან და მჭიდრო კომუნიკაციაში არიან მინისტრებთან, განსაკუთრებით სუბართან, გახარიასთან“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები