ავტორი:

ჰარის შვილი პრინცი არ იქნება

ჰარის შვილი პრინცი არ იქნება

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გუშინ მშობლები გახდნენ. თუმცა, როგორც Mashable წერს, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილი პრინცად არ დაბადებულა. სამეფო ეტიკეტის სპეციალისტის, უილიამ ჰენსონის თქმით, სამეფო ოჯახის ბავშვის ტიტული დედოფლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„ჰარი სამეფო ტახტის რიგში მეექვსეა, ბავშვი - მეშვიდე იქნება, ამიტომ ის ვერ იქნება პრინცი. თუმცა დედოფალმა, შესაძლოა, ტიტული მაინც მისცეს,“ - ამბობს ჰენსონი.

Evening Standard-ის ინფორმაციით, მეფე ჯორჯ მეხუთის გადაწყვეტილებით, საუკუნის წინ სამეფო ოჯახში ტიტულები ლიმიტირებული გახდა - რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები დაბადებისას არ იღებენ ტიტულს „მისი სამეფო უდიდებულესობა“.

თუმცა, პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილებისთვის დედოფალმა გამოსცა განკარგულება სამეფო ტიტულების მინიჭების შესახებ. მეგანისა და ჰარის შვილის სამეფო წოდება კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?

კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში ცდიან - როდის გვეცოდინება, რომელი წამალი კურნავს ვირუსს

ესპანეთში თავშესაფრებში მიტოვებული და საწოლში გარდაცვლილი მოხუცები იპოვეს - თავშესაფრები პერსონალმა თვითნებურად მიატოვა