ავტორი:

რა მოხდა ტეხასში 1 წლის ბავშვის დაბადების დღეზე - გარდაცვლილია 4 და დაჭრილია 1 ადამიანი

რა მოხდა ტეხასში 1 წლის ბავშვის დაბადების დღეზე - გარდაცვლილია 4 და დაჭრილია 1 ადამიანი

ტეხასის შტატში, მცირეწლოვანი ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე სროლა მოხდა, დაიღუპა 4 და დაიჭრა 1 ადამიანი.

ინციდენტი ქალაქ კორპუს ქრისტიში, 1 წლის ბავშვის დაბადების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე მოხდა.

სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ერთ-ერთი თავდამსხმელი, 20 წლის რონი როდრიგეს-უმცროსი, მის 37 წლის მამაზე, რონი როდრიგეს-უფროსზე კი ძებნაა გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ მოკლულთაგან ერთი - 62 წლის მამაკაცია, დანარჩენი სამი კი - მისი სრულწლოვანი შვილიშვილები. რაც შეეხება დაჭრილს, ის გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცის ვაჟია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია