ავტორი:

ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილი უკვე აღარ არის "ქართული ოცნების" ლიდერი

ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილი უკვე აღარ არის "ქართული ოცნების" ლიდერი

მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო მირზა სუბელიანის ერთგვარი ვენდეტა ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იმ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ.

ხუხაშვილის შეფასებით, ახლა მიმდინარეობს ოპერაცია „ბუმერანგი“ და „ქართულ ოცნებას“ ბუმერანგივით უტრიალდება ყველა ის ბრალდება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში არსებობდა. ხუხაშვილის შეფასებით, მმართველმა პარტიამ სისტემასთან ბრძოლა წააგო.

„ფაქტობრივად, ახლა მიმდინარეობს ოპერაცია „ბუმერანგი“. ყველაფერი ის, რაშიც ბრალდებული იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ყველას მიერ, მათი მმართველობის პერიოდში, ბუმერანგივით უტრიალებენ ახლა ყველაფერს და სამწუხაროდ ამის გარკვეული საფუძველიც იქმნება. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ წააგო ბრძოლა სისტემასთან. ანუ სისტემამ გაიმარჯვა უკვე, „ქართული ოცნება“ არის მძევალი, სისტემა უკვე მუშაობს თავის თავზე და ბიძინა ივანიშვილიც უკვე აღარ არის ლიდერი. ბიძინა ივანიშვილი ამ სისტემის ერთ-ერთი ჭანჭიკი, ერთ-ერთი რიგითი თანამონაწილეა. „ქართული ოცნება“ რეაგირებს კონკრეტულ საქმეზე. ვერ ხვდებიან მარტივ რაღაცას, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს და ამას სისტემური პასუხი სჭირდება და არა რეაგირების რეჟიმში, მორიგი სისულელეების შეთხზვა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნება „გაპრავების“ მცდელობები იმ ჩანაწერებისა, რომელიც საზოგადოებამ უკვე მოისმინა. „ვიქტორ ჯაფარიძე დეპუტატია და კარგი, იტყვიან დეპუტატს შესვლა შეუძლია, მაგრამ ის მეორე კაცი ვინ იყო?! ასე ხდება ციხეში, რომ ვიღაც გაუგებარი ტიპები მიდიან პატიმართან და ორსაათიან მასლაათს მართავენ?! ეს შეხვედრა იყო თუ არა ციხის რეჟიმის დარღვევა?! ამაზე პასუხი ააქვთ?! რაც შეეხება ჩანაწერს, მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო მირზა სუბელიანის ერთგვარი ვენდეტა ხელისუფლებაზე. მან იფიქრა, რომ ის გადააგდეს. მას შეჰპირდნენ რაღაცას და გადააგდეს. ვფიქრობ ხელისუფლებაში გაჩნდა უკვე ეჭვის ჭია, ამ ხელისუფლების საქმე არის ცუდად და ვიღაცები ფიქრობენ გახდნენ ბედუკაძეები უკვე დღეს. სუბელიანი ამის არც პირველი და არც ბოლო პრეცედენტი არ იქნება. ჩვენ ბედუკაძე გავხადეთ გმირი მაშინ და ბევრი მოინდომებს ბედუკაძეობას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

2013 წელს წამოვედი ხელისუფლებიდან და ირაკლი კობახიძის ბუნდღა არ იყო, საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო, - ასე გამოეხმაურა ხუხაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მირზა სუბელიანის მუქარის მმართველ გუნდს არ ეშიანია, თუ მუქარა იქნება. ხუხაშვილის თქმით, 2012 წელს „როდესაც ქვეყანაში სისხლიანი 9 წელი იყო“, კობახიძე ბუჩქებში იჯდა.

„კობახიძე ამ ქვეყანაზე არაა. როგორ გავაკეთო ამ გადამწიფებულ თინეიჯერზე კომენტარები?! ის მართლა აზრზე არაა რა ხდება. ის პლაკატებზე ამოკითხულ ფრაზებს, ამაყი სახით ილაპარაკებს. რა შიში არ ჰქონდა 2012 წელს, როცა სისხლიანი 9 წელი იყო, ბუჩქებში იჯდა. 2013 წელს წამოვედი ხელისუფლებიდან და მისი ბუნდღა არ იყო, საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო. ახლა მოაქვს დიდ ვაჟკაცად და დევგმირად თავი. გაჩუმდეს და თავს მიხედოს ცოტა, თავი მოიწესრიგოს ის ჯობია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები