ავტორი:

მსოფლიო მედია ორსული მეგან მარკლის მუცლის ფოტოებით აჭრელდა - სამეფო წყვილი ავსტრალიას სტუმრობს

მსოფლიო მედია ორსული მეგან მარკლის მუცლის ფოტოებით აჭრელდა - სამეფო წყვილი ავსტრალიას სტუმრობს

BBC, Cosmopolitan, Daily Mail - მსოფლიო მედია ორსული მეგან მარკლის პატარა მუცლის ფოტოებით აჭრელდა.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ავსტრალიაში სამეფო ტურის ფარგლებში ჩავიდნენ და ტურის პირველსავე დღეს გახდა ცნობილი სასიხარულო ამბავი იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო კარი კიდევ ერთი პატარას მოლოდინშია.

მსოფლიო მედია ორსული მეგან მარკლის მუცლის ფოტოებით აჭრელდა - ჰერცოგინიას ვიდეოკადრები

სიდნეიში ჩასულ წყვილს ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველი საჩუქრები დაახვედრა მომავალი პატარასთვის. გუბერნატორმა და მისმა მეუღლემ პრინცსა და პრინცესას ფუმფულა კენგურუ და ბავშვის ბეწვიანი "უგები" გადასცეს.

სათამაშო კენგურუმ მეგან მარკლი ძალიან გაახალისა და აღნიშნა: "ეს ჩვენი ბავშვის პირველი საჩუქარია!". ხოლო როცა ორსულობის გამო მილოცვები მიიღო, უპასუხა: "დიდი მადლობა, ჩვენ ამ ამბით ძალიან გახარებულები ვართ".

ჰერცოგინიას სიდნეიში ვიზიტის პირველ დღეს ავსტრალიელი დიზაინერის კარენ გის თეთრი კაბა ეცვა. ფოტოებზე კარგად ჩანს მეგან მარკლის წამოზრდილი მუცელი.

სამეფო წყვილმა მაისის ბოლოს იქორწინა, მათი პირველი შვილი გაზაფხულზე მოევლინება ქვეყანას.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს