ავტორი:

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს და რუსულ ენაზე წარწერა - КГБ გააკეთეს

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს და რუსულ ენაზე წარწერა - КГБ გააკეთეს

რუსთავში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისებზე განთავსებული პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს.

ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა ბანერებზე წითელი საღებავით რუსულ ენაზე წარწერა - КГБ გააკეთეს.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს რუსთავში, ყველა ოფისში ჰქონდა ადგილი, შეღებილია სტენდებზე განთავსებული სააგიტაციო მასალებიც. მათივე ინფორმაციით, არსებობს სათვალთვალო კამერები, რომლის ჩანაწერის ამოღების შემდეგაც იმ პირების იდენტიფიცირება მოხდება, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ფაქტში მმართველი პარტიის ხელწერა ჩანს. ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია" ამ დრომდე საგამოძიებო უწყებისთვის არ მიუმართავს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები