ავტორი:

ტერაქტი ქერჩში - გარდაიცვალა 13 ადამიანი, დაშავებულების უმეტესობა ბავშვია

ტერაქტი ქერჩში - გარდაიცვალა 13 ადამიანი, დაშავებულების უმეტესობა ბავშვია

ქერჩში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა, 50 დაშავდა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიტექნიკურ კოლეჯში აამოქმედეს. რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალურ სამსახურში ("როსგვარდია") მომხდარს ტერაქტად აფასებენ. ინფორმაცია ჟურნალისტებთან უწყების დირექტორის პირველმა მოადგილემ, სერგეი მელიკოვმა დაადასტურა.

ადგილზე „როსგვარდიის“ თანამშრომლები მუშაობენ. აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„ქერჩის კოლეჯში ადამიანების გარდაცვალების ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ საქმის წარმოება ცენტრალურ აპარატს დაავალა. შემთხვევის ადგილზე უკვე მიემართებიან გამომძიებლები“, - განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რამდენიმე უწყებამ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა ვლადიმერ პუტინს.

„პუტინმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. გამოძიება რამდენიმე ვერსიას, მათ შორის ტერაქტის ვერსიასაც განიხილავს“, - განაცხადა პესკოვმა.

დაშავებულების უმეტესობა ბავშვია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე