ავტორი:

"ახალგახსნილ შენობაში ლიფტი ჩაწყდა... 3 წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი" - რას წერს ახალგაზრდა დედა კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე

"ახალგახსნილ შენობაში ლიფტი ჩაწყდა... 3 წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი" - რას წერს ახალგაზრდა დედა კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე

მოქალაქე სალომე გოგიჩაიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ კლინიკა "კურაციოში" მომხდარი ინციდენტის დროს, ის და მისი შვილი სასწაულებრივად გადარჩნენ. ახალგაზრდა ქალი წერს, რომ ლიფტი ჩაწყდა და კაბინაში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის მცირეწლოვანმა ბავშვებმა უდიდესი სტრესი მიიღეს. თუმცა, მოქალაქე განსაკუთრებულ აღშფოთებას კლინიკის პერსონალის დამოკიდებულების გამო გამოხატავს.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლინიკა კურაციოს გუშინდელი მოყენებული სტრესისთვის! გუშინ ჩემს 3 წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი კლინიკა კურაციოს ახალ გახსნილ შენობაში, სადაც ლიფტით სარგებლობის დროს ლიფტი ჩამოწყდა და 6 სართულზე ჩამსხდრები აღმოვჩნდით 1 წამში 4 და 3 სართულს შორის. საბედნიეროდ მუხრუჭებმა დაიჭირა ლიფტი და გადავრჩით.

დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, კლინიკის რიგითი თანამშრომელი - არა ლიფტიორი, უშედეგოდ ცდილობდა ლიფტის კარის გაღებას და ჩვენს გამოყვანას. ლიფტში ჩემ და ჩემს 3 წლის შვილის გარდა იმყოფებოდა კიდევ 6 ადამიანი, აქედან ორი წლის ბავშვი და ერთი ასაკოვანი ქალბატონი. მადლობა ღმერთს იქ არ იმყოფებოდა გულით ავადმყოფი ადამიანი, რომელიც დიდი ვარაუდით ვერ გადაიტანდა ერთსაათიან უჰაერობაში და შიგადაშიგ სიბნელეში დგომას. შიდა კარის ცალი ფრთის მოტეხვით, პლასტმასის ნაწილაკები შიგნით გვეყრებოდა. ჩვენს მიერ შიგნიდან, შახტაში მოთავსებული კარის გამღების გაღების შედეგად - ძლივს მოხერხდა ჩვენი გამოყვანა (ჩამოხტომა).

არ შემიძლია არ აღვნიშნო კლინის თანამშრომლების მიერ ჩვენი გამოყვანის შემდეგ ნოლი ყურადღება! თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დიდი მადლობა თქვენს მიერ ასეთი შენობების ექსპლუატაციაში მიცემისთვის, შეგახსენებთ რომ შენობა ახლადაშენებულია და მისი ფუნქცია, არა სამედიცინო დაწესებულება (რომელსაც უნდა ჰქონოდა უმკაცრესი ზომების შედეგად მიღებული მშენებლობის ნებართვა), არამედ დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია.

ახლა უკვე გასაგები ხდება რატომ არ დარეკეს კლინიკის თანამშრომლებმა 112-ში და არ გამოიძახეს სამაშველო ჯგუფი! აგრეთვე იქ აღინიშნა რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ლიფტის არასწორი დამონტაჟების შედეგად! გმადლობთ და მიხარია რომ გადავრჩი" - წერს სალომე გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.

კლინიკაში ლიფტის ჩამოწყდომის ფაქტს უარყოფენ. "კურაციოს" ახალი შენობა, რომელიც ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარეობს, სულ რამდენიმე დღეა გაიხსნა და ემსახურება პაციენტებს. AMBEBI.GE ინციდენტის დეტალების გასარკვევად "კურაციოს" წარმომადგენელს გიორგი ჭოხონელიძეს დაუკავშირდა:

- ლიფტი არ ჩავარდნილა, კარების გამღები მექანიზმი გაფუჭდა და ლიფტი ავარიულად გაჩერდა. გადაღებულია კადრები, სადაც ჩანს, რომ ლიფტი გაწყვეტილი არ არის. აქ იყო გუშინ ზედამხედველობის სამსახური, კრიმინალური, დააფიქსირეს, რომ გამღები მექანიზმი გაფუჭდა, წაიღეს ქარხანაში და ახალი მექანიზმით შეიცვლება.

- ყველა წესის დაცვით იქნა ეს ლიფტი მიღებული ექსპლუატაციაში?

- ინსპექტირების სერთიფიკატი და კანონმდებლობით საჭირო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა ეს ლიფტი და ისე იქნა მიღებული ექსპლუატაციაში. სამწუხაროდ, ახალი ლიფტების შემთხვევაში ხშირად არის ასეთი შემთხვევები. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ პაციენტს, რომელიც შემთხვევის დროს კლინიკაში იმყოფებოდა და დისკომფორტი შეექმნა. გულწრფელად ვწუხვართ ამის გამო.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს