ავტორი:

"კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" ზურაბ ჯაფარიძე და 10-მდე ადამიანი დააკავეს

"კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" ზურაბ ჯაფარიძე და 10-მდე ადამიანი დააკავეს

„გირჩის“ მიერ „დედაენის ბაღში“ ორგანიზებულ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე ზურაბ ჯაფარიძე და 10-მდე ადამიანი დააკავეს.

დაკავებამდე პარტიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ჯიბიდან სამი ღერი ამოიღო, რომელიც მისი თქმით, კანაფი იყო.

ჯაფარიძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რომ მისი ქმედება კანონდარღვევა იყო და სამართალდამცველების რეაგირებას ელოდებოდა.

იხილეთ დაკავების კადრები

პოლიცია რამდენიმე წუთში ჯაფარიძესთან მივიდა, ადგილზე შეხლა-შემოხლა მოხდა, შედეგად, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ფესტივალის დაწყებამდე, „დედაენის ბაღიდან“ სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს „გირჩის“ სამი წევრი და რამდენიმე მხარდამჭერი.

ამასთან, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი მოქალაქეების ნაწილმა გააპროტესტა. „დედაენის ბაღთან“ კონტრაქციაზე შვილთან ერთად მივიდა ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე და "ქართული იდეის" თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

ლორთქიფანიძის თქმით, იგი „დედაენის ბაღში“ ყოველ შაბათს შვილთან ერთად მოდის და დღევანდელი შაბათიც არ იყო გამონაკლისი. ლორთქიფანიძის თქმით, მომავალ თაობას ასეთი ფესტივალის გამართვით საფრთხე ემუქრება.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები