ავტორი:

ამერიკელი მომღერალი, რომელიც პოპულარული ვიდეოთამაშის ქართულ საუნდტრეკს ასრულებს - “13 წლიდან არ მახსოვს დღე ქართული სიმღერის გარეშე…”

ამერიკელი მომღერალი, რომელიც პოპულარული ვიდეოთამაშის ქართულ საუნდტრეკს ასრულებს - “13 წლიდან არ მახსოვს დღე ქართული სიმღერის გარეშე…”

მსოფლიოში პოპულარული ვიდეო თამაშს Sniper ghost warrior 3-ს ქართული საუნდტრეკი აქვს. ასე ჟღერს სიმღერის ტექსტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ კომპიუტერულ თამაშს აქვს დართული:

“შენ დიადემა თავზე შეგშვენოდა და მის ნაცვლად თმები ჩამოგშლოდა. შენ სახეს ლოცვა გულის ამოჰქონდა და ნაზ თვალებში გული გამოჰქონდა, მაგრამ არავინ ჩანდა მისი დამნახველი”.

სიმღერას Unnapreciated Beauty, ანუ „უპასუხო სიყვარული“ ჰქვია.

გაგიკვირდებათ და ვიდეოთამაშის ქართულ საუნდტრეკს არა რომელიმე ქართველი ცნობადი სახე, არამედ ამერიკელი მომღერალი - აურელია შრენკერი ასრულებს.

დავინტერესდით, ვინ არის აურელია და რა კავშირი აქვს ქართულ სიმღერასთან. როგორც აღმოჩნდა, აურელია 3 წლიდან მღერის, ხოლო როცა პირველად მოისმინა ქართული სიმღერა ამერიკელი მომღერლების შესრულებით, 13 წლის ყოფილა. მისი თქმით, ვერმონტში “სისა ტურას” მღეროდა ლერი გორდონისა და თათიქ ჰაილერის ანსამბლი. მოგვიანებით აურელია ვერმონტიდან დიდ ბრიტანეთში წასულა, იქ ქართულად სიმღერა ანსამბლ “მზეთამზეს” სოლისტ ნატო ზუმბაძესთან უსწავლია და შეუყვარებია. “13 წლიდან არ მახსოვს დღე, ქართული სიმღერის გარეშე”- ამბობს ამერიკელი მომღერალი “კვირის პალიტრასთან” 2010 წელს ჩაწერილ ინტერვიუში. ის ნატოს ქართული სიმღერის დედას უწოდებს. განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ