ავტორი:

თბილისში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ შენობაში ხანძარია

თბილისში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ შენობაში ხანძარია

თბილისში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ შენობაში ხანძარი რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შენობაში სამშენებლო მასალა, პენოპლასტი იწვის.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, შემთხვევის შედეგად არიან თუ არა დაშავებულები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია