ავტორი:

ვინ არის და რას საქმიანობს რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეების შვილიშვილი და როგორ იხსენებს ბებიასა და ბაბუას?

ვინ არის და რას საქმიანობს რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეების შვილიშვილი და როგორ იხსენებს ბებიასა და ბაბუას?

რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეების უფროსი შვილიშვილი - ნატალია ჩხიკვაძე თითქმის ერთი წელია, თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. იგი თავის ამჟამინდელ საქმიანობაზე, აშშ-სა და ჩეხეთში დიზაინისა და პიარის კუთხით მიღებული ცოდნისა და გამოცდილების, ბებია-ბაბუასთან დაკავშირებულ ტკბილ მოგონებებსა და სხვა თემებზე გვესაუბრება.

- საზღვარგარეთ გამოცდილების დაგროვების შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება და საქმიანობა თბილისში მირჩევნია. 25 წლის შემდეგ ანუ შარშან ჩამოვედი, მანამდე, პრაღასა და აშშ-ში ვცხოვრობდი და პერიოდულად ჩამოვდიოდი. პროფესიით "პიარშიკი" ვარ, ამიტომ ჩვენი ოჯახის კომპანიაშიც ძირითადად, პიარი და მარკეტინგია ჩემი საქმე.

- როგორც ვიცი, ნიუ-იორკის მოდის კვირეულებში აქტიურად იყავით ჩართული პიარის განხრით.

- იქ სამწელიწად-ნახევარი ვიყავი. აშშ-ში ცხოვრება ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ამერიკულ სკოლაში ვსწავლობდი, უნივერსიტეტიც ამერიკული დავამთავრე პრაღაში. თავიდან, სამი თვით ჩავედი დიზაინისა და ხატვის სასწავლო კურსზე, მერე კი იქაურობა ძალიან შემიყვარდა. გადავწყვიტე, სამსახური მომეძებნა და იქ ცხოვრება მეცადა. გამიმართლა, მალევე დავსაქმდი და სამუშაო ვიზის მოცემის შემდეგ ჩეხეთში დავბრუნდი, საბუთები მოვაწესრიგე და აშშ-ში დიდი ხნით გავემგზავრე. ჯერ ერთ კომპანიაში ვმუშაობდი მარკეტინგის სპეციალისტად, მაგრამ ეს კრეატიული არ იყო, ჩემი სფერო არ აღმოჩნდა, რადგან მანამდე, წლების განმავლობაში მოდის სფეროში გახლდით დასაქმებული და ნიუ-იორკშიც სამსახურის ძებნა ამ კუთხით დავიწყე. სამ თვეში ვიშოვე კიდეც სასურველი საქმე და პიარის სააგენტოში ორი წელი ვიმუშავე. ბოლოს ბრენდების "ექაუნთ დირექტორი" ვიყავი, რვა ბრენდს ვკურირებდი, რომელთაგან ორი ნიუ-იორკის "ფეშენ ვიკზე" მუშაობდა. ყოველ სეზონზე პრეზენტაციები, ივენთები ჰქონდათ. ამ დროს ყველა კომპანია აწყობს პრესის დღეებს - ახალი კოლექციის წარდგენა და ჟურნალისტებისთვის ამ ყველაფრის გაცნობა ხდება. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტ, მაღალი დონის პრესტიჟულ ჟურნალს გაეშუქებინა ჩვენი ბრენდების შესახებ.

- მოდის კვირეულებზე ჰოლივუდის ვარსკვლავებს თუ ხვდებოდით?

- ბევრი მათგანი მინახავს, მაგრამ ძირითადად, ჩვენ მათ სტილისტებს, აგენტებს ვეკონტაქტებოდით, იმ პერიოდში საშინლად დატვირთულები ვიყავით და 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. ჩვენი ხშირი კლიენტი იყო რიანას სტილისტი, მას ვაცმევდით. სამოსი ბიონსესთვისაც გაგვიგზავნია...

- რატომ გადაწყვიტეთ, ეს ყველაფერი მიგეტოვებინათ და წამოსულიყავით?

- 24-საათიან რეჟიმში, დასვენების გარეშე მუშაობამ დიდხანს მომიწია, შვებულება წელიწადში მხოლოდ ხუთი დღით მეკუთვნოდა, ჩემები აშშ-დან საკმაოდ შორს ცხოვრობდნენ, ვერ ჩამოდიოდნენ და მათი ნახვა წელიწად-ნახევარში მხოლოდ ერთხელ მოვახერხე, რაც საკმაოდ რთული იყო. როდესაც ცხოვრებისეული პრიორიტეტები დავალაგე, მივხვდი, აქ ჩამოსვლა ჯობდა. ოჯახური ბიზნესი გვაქვს - ჩვენი ტურისტული კომპანია, თანაც, მოდის სფეროში მუშაობა აქაც შემიძლია. სხვათა შორის, როდესაც პრესის დღეებზე პირველად შევხვდი ჟურნალისტებს და გაიგეს, რომ ქართველი ვარ, არაერთმა მითხრა, - საქართველო ვიცით და იქაურ "ფეშენ ვიკზეც" ნამყოფები ვართო. ეს კარგია, მაგრამ ვფიქრობ, რაც შეიძლება ბევრი უცხოელი ჟურნალისტი და გაყიდვებით დაინტერესებული პირები, ბაიერები უნდა დავპატიჟოთ და ჩვენი მოდა კარგად გავაპიაროთ, ამით ჩვენი ბრენდები უფრო პოპულარული გახდება. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება