ავტორი:

"ოცნება" არჩევნებს წააგებს, თუ ქართული საზოგადოება შეძლებს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილის კონკურენტი იყოს უსუფაშვილი"

"ოცნება" არჩევნებს წააგებს, თუ ქართული საზოგადოება შეძლებს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილის კონკურენტი იყოს უსუფაშვილი"

"ნელ-ნელა ხელისუფლება პროცესებზე კონტროლს კარგავს, აქედან გამოსავალი ნამდვილად არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები" - ამის შესახებ პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები უნდა იქნას გამოყენებული მთელი სახელისუფლებო სისტემის რეორგანიზაციისათვის.

"ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობ იმაზე, რომ სამოქალაქო დაპირისპირების ასაცილებლად აუცილებელია „ოცნება“ დროზე მოვიდეს გონზე და პროცესი როგორმე შემოაბრუნოს, ვიდრე ეს პროცესი უმართავი არ გახდება.

სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ნელ-ნელა ხელისუფლება პროცესებზე კონტროლს კარგავს. აქედან გამოსავალი ნამდვილად არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები, ეს ვერ გახდება პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის მიზეზი და ქუჩაში დიდ საპროტესტო აქციებს არ ველოდები. ასე ვთვლი იმიტომ, რომ მოსახლეობაში ამგვარი მუხტი რეალურად არაა ოღონდ, მანამდე ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს არა მარტო საარჩევნო კანონმდებლობა, არამედ პოლიტიკური პროცესისადმი თავისი მიდგომა და ტაქტიკა, გადაახალისოს თავისივე ხელისუფლების პერსონალური შემადგენლობა როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში. მოკლედ, საპარლამენტო არჩევნები უნდა იქნას გამოყენებული მთელი სახელისუფლებო სისტემის რეორგანიზაციისათვის.

- საარჩევნო კამპანიის საწყის ეტაპზე მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ ქვეყანაში ევროპული დემოკრატიის დასამკვიდრებლად იგი მზად იყო საპრეზიდენტო სავარძელი ოპოზიციისთვის დაეთმო, მაგრამ შემდეგ „ოცნებამ“ პრაქტიკულად ივალდებულა საპრეზიდენტო არჩევნებზე „დამოუკიდებელ“ კანდიდატად გამოცხადებული სალომე ზურაბიშვილისლობირება, მათ შორის ფინანსურადაც. თუ მანამდე „ოცნების“ ლიდერები ზურაბიშვილზე საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ იგი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, ახლა „ოცნების“ გენ.მდივანი კახა კალაძე აცხადებს - „ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ ღირსების საქმეა“.

რატომ აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება „ოცნებისთვის“ ღირსების საქმე? თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა დოზით გამოიყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს მმართველი გუნდის ღირსების დასაცავად?

- უკანასკნელ დღეებში გამოჩნდა ზურაბიშვილის ახალი საარჩევო კლიპი, რომელშიც ჩართულია მმართველი გუნდის „მძიმე არტილერია“ დაწყებული კახა კალაძით და დამთავრებული ივანიშვილით. როგორც ჩანს, ხელისუფლება შეშფოთებულია არჩევნებზე ზურაბიშვილის შანსებით და იმით, რომ მათი კანდიდატი არჩევნებზე დამარცხდება. როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ მის მხარდასაჭერად „ოცნების“ მთელი გუნდია ჩართული.

ფაქტია, რომ ნელ-ნელა ხელისუფლება პროცესებზე კონტროლს კარგავს. აქედან გამოსავალი ნამდვილად არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივ არჩევნებზე, რომელშიც თბილისის მერად კენჭს კალაძე იყრიდა, ივანიშვილი საერთოდ არ გამოჩენილა. მაშინ პოლიტიკურ ძალებს შორის ძალთა ბალანსი იმგვარი იყო, რომ კალაძეს ივანიშვილის მხარდაჭერა არ სჭირდებოდა. ამჯერად ვითარება საკმაოდ რთულია. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ ზურაბიშვილს მეორე ტურში გასვლა გაუჭირდება. ამიტომაც ჩაერთო მის მხარდასაჭერად „ოცნების“ მთელი გუნდი.

როგორც ჩანს, ხელისუფლება შეშფოთებულია არჩევნებზე ზურაბიშვილის შანსებით და იმით, რომ მათი კანდიდატი არჩევნებზე დამარცხდება. ეს უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ მის მხარდასაჭერად „ოცნების“ მთელი გუნდია ჩართულიზურაბიშვილი რომ დამოუკიდებელი იყო, არც მანამდე სჯეროდა ვინმეს მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ხელისუფლებაც მიხვდა, რომ ზურაბიშვილთან დაკავშირებით მის მიერ დაყრილ საკენკს გასავალი არც ქვეყნის გარეთ აქვს და არც ქვეყნის შიგნით - ამიტომ გადაწყვიტა ღიად გამოსულიყო ასპარეზზე.

ორი აზრი არაა იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურს მაქსიმალურად გამოიყენებს. მიუხედავად ამისა, პირველი ტური გამარჯვებულს ვერ გამოავლენს.

- 28 ოქტომბრის არჩევნებში რა შანსები აქვთ სახელისუფლებო კანდიდატ ზურაბიშვილის კონკურენტებს?

- დღეის მონაცემებით ზურაბიშვილს მეორე ტურში გასვლის შანსები ნაკლებად აქვს. არჩევნებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა და ვნახოთ სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები. „ოცნებას“ საარჩევნო პროცესი იქეთკენ მიჰყავს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილი გავიდეს და მისი კონკურენტი იყოს „ნაციონალების“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

„ოცნებას“ საარჩევნო პროცესი იქეთკენ მიჰყავს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილი გავიდეს და მისი კონკურენტი იყოს „ნაციონალების“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეთუ ქართული საზოგადოება შეძლებს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილის კონკურენტი იყოს უსუფაშვილი, მაშინ, რა თქმა უნდა, „ოცნება“ ამ არჩევნებს წააგებს. რამდენად დიდია ამის ალბათობა, ანუ იმის ალბათობა, რომ ასეთ გადაწყვეტილებამდე ქართული საზოგადოება მისვლას, ამას მხოლოდ 28 ოქტომბრის არჩევნები გვანახებს.

- უსუფაშვილთან კაკავშირებით გამახსენდა - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრეზიდენტობის კანდიდატების სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისდა დავით ბაქრაძის ტელედებატები დაანონსა. სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ამ დებატებში არაა ნავარაუდევი დავით უსუფაშვილის მონაწილეობა. მეტიც, მათ საზმაუსაგან ამ ფორმატში უსუფაშვილის მონაწილეობა მოითხოვეს, მაგრამ ამაოდ. გამოდის, „ოცნებას“ მეორე ტურში მართლაც „ნაცების“ კანდიდატის ხილვა სურს, ვიდრე ვინმე სხვისი?

- რა თქმა უნდა. ვიმეორებ - „ქართული ოცნება“ ცდილობს ზურაბიშვილის, ვაშაძისა და ბაქრაძის კანდიდატებით შემოფარგლოს მთელი საპრეზიდენტო კამპანია და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მოსახლეობამ მხოლოდ ამ სამი კანდიდატის ირგვლივ ატრიალოს.

თუ ქართული საზოგადოება შეძლებს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილის კონკურენტი იყოს უსუფაშვილი, მაშინ, „ოცნება“ არჩევნებს წააგებსროგორც ჩანს, ამ არჩევნებზე „ოცნება“ 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებზეც ფიქრობს და ცდილობს 2020 წლისთვისაც თავის პარტნიორად შეინარჩუნოს „ნაცმოძრაობა“ რომ შემდეგ არჩევნებზეც ჰქონდეს წარმატების შანსები.

ძალიან ნათლად და ხილულად ჩანს, რომ „ოცნებას“ სწორედ ამ პროცესიდან სურს განდევნოს ყველა კანდიდატი, მათ შორის კი განსაკუთრებით დავით უსუფაშვილი. ასეა იმის გამო, რომ დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში უსუფაშვილი ის პერსონაა, რომელსაც შეიძლება მხარი დაუჭიროს „ოცნებისაგან“ წასულმა ამომრჩეველმა.

ანუ იმ ამომრჩეველმა, რომელიც მუდმივად „ოცნების“ ამომრჩეველი იყო, მაგრამ დღეს ან ნეიტრალურია ან არჩევნებზე არ აპირებს მისვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნებამ“ ეს ამომრჩეველი დაკარგა.

თუ „ოცნების“ მიერ დაკარგული ამორჩეველი არჩევნებზე მივიდა, მათი 90% ხმას უსუფაშვილს მისცემს. ეს კი პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებით პრობლემას მმართველ გუნდს შეუქმნის.

ამ არჩევნებში „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტობისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავისი ელექტორატის დასაბრუნებლად. როგორც ჩანს, ეს „ოცნებას“ კარგად ესმის, ამიტომ რაც არ უნდა ყირაზე დადგეს მთელი სოციალური ქსელი, მმართველი გუნდი საზმაუში საპრეზიდენტო კანდიდატების ტელედებატებზე უსუფაშვილს არ მიუშვებს.

ამ არჩევნებში „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტობისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავისი ელექტორატის დასაბრუნებლადუსუფაშვილი რომ საზმაუს ეთერში ზურაბიშვილის, ვაშაძისა და ბაქრაძის გვერდით აღმოჩნდეს, ყველა კითხვაზე პასუხისას გამოჩნდება, რომ იგი თავის კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა დგას. საზმაუზე ეს დებატები იმისთვის კი არ იმართება, რომ მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთოს, არამედ იმისთვის, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეაშინონ ხელისუფლებაში „ნაციონალების“ დაბრუნებით.

- რამდენიმე დღის წინ დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსს“ განუცხადა - „ჩვენთან საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ტარდება და მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისათვის წესების გარეშე ... თუ ამ ბრძოლაში გამარჯვებული ჯერ არ ვიცით, დამარცხებული ვიცით და ეს იქნება ქვეყანა, საქართველო და ქართველი ხალხი“. სამწუხაროდ, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით უსუფაშვილისაპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით აშკარად არაოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა იმისათვის, რომ უსუფაშვილის არაოპტიმისტური პროგნოზი არ გამართლდეს?

- ამომრჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე და არ მისცეს საშუალება არც „ოცნებას“ და არც „ნაციონალებს“ პოლიტიკური ასპარეზი მხოლოდ მათ ჰქონდეთ დაპყრობილი. ხმა მისცეს იმას, ვინც მოსწონს. მათ არ უნდა იფიქრონ იმაზე, რომ თუ ისინი ხმას უსუფაშვილს მისცემენ, ამით დიდი უბედურება მოხდება. „ოცნებასაც“ და „ნაციონალებს“ თავისი მყარი ამომრჩეველი ჰყავთ.

უსუფაშვილისთვის ხმის მიცემით საზოგადოება ხელისუფლებას ეტყვის, რომ იგი პოლიტიკურად გაიზარდა, არც „ოცნების“ და არც „ნაცების“ შანტაჟს არ ექვემდებარება და აღარ სურს პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობა. უსუფაშვილისთვის ხმის მიცემით საზოგადოება ხელისუფლებას ეტყვის რომ იგი პოლიტიკურად გაიზარდა, არც „ოცნების“ და არც „ნაცების“ შანტაჟს არ ექვემდებარება და აღარ სურს პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობათუ ამ არჩევნებზე ამგვარი ამომრჩევლის რაოდენობა დიდი იქნა, ხელისუფლება იძულებული იქნება რეალურად დაფიქრდეს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და შიდა პოლიტიკაში რეალური ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებითად შეიცვალოს ვითარება.

ამ არჩევნებზე ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ 2020 წელს საზოგადოებას „ნაციონალებით“ ან მათი განაყოფით ვერ დააშანტაჟებს და საზოგადოება ქართულ პოლიტიკაში ამ ორი ძალის დომინანტობას არ დაუშვებს.

თუ ქართული საზოგადოება დროზე არ გამოფხიზლდება, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში იმაზე ცუდად წარიმართება, ვიდრე ახლა წარმოდგენა შეიძლება წაიკითხეთ სრულად ipn.ge-ზე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები