ავტორი:

რას პასუხობენ ინგა გრიგოლია და ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის მოწვევას?

რას პასუხობენ ინგა გრიგოლია და ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის მოწვევას?

ინგა გრიგოლია და ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის შეთავაზეას პასუხობენ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვალ მედიის კითხვებს უპასუხებს, თუმცა მედიაში მხოლოდ სამი კონკრეტული ტელევიზიის ტელეწამყვანი იგულისხმება.

როგორც პარტია "ქართული ოცნების" განცხადებაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს სამი არხის - „იმედის“, „რუსთავი 2“-ის და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცემს.

"23 ოქტომბერს, 22.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ - გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან - „რეაქცია“ - ინგა გრიგოლიას, იწვევს მასთან ინტერვიუზე.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს.

ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს. ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ოცნების" ყველაზე მდიდარი მინისტრები და ჩინოსნები სახლების გარეშე - რა ქონებას ფლობენ პოლიტიკოსები

"ძალადობას ადგილი არ ჰქონია... შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მას მაისურს საჩუქრად გადავცემ" - კალაძე ვარკეთილის ინციდენტზე

LIVE: "360 გრადუსი" - გია ხუხაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, გურამ მაჭარაშვილი