ავტორი:

გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეზე - "ფასადზე გამოფენილი საკმაოდ უცნაური ფერის ბაირაღია"

გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეზე - "ფასადზე გამოფენილი საკმაოდ უცნაური ფერის ბაირაღია"

ირაკლი კობახიძე არის ფასადზე გამოფენილი საკმაოდ უცნაური ფერის ბაირაღი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი განაცხადა. მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გუშინდელი ინტერვიუ შეაფასა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლიდერი, ის ცდილობს სისტემა შეინარჩუნოს.

"მე გავიმეორებ იმას, რაც თქვენთან ეთერში ვთქვი პირველად, რომ ის აღარ არის ლიდერი, მე ასე დავინახე. სამწუხაროდ, გუშინდელმა ინტერვიუმ მე გამიმყარა ეს მოსაზრება. ის აღარ არის ლიდერი, გამომდინარე იქიდან, რომ ლიდერი არის ის ადამიანი, ვინც პოზიტიურ დღის წესრიგს ქმნის, თვალს უსწორებს პრობლემებს, მზად არის, რომ ეს პრობლემები გადალახოს, რაღაც რეფორმები ჩაატაროს და წინ წაიწიოს თვითონაც პოლიტიკურად და ქვეყანაც წინ წასწიოს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ლიდერი საერთოდ არ არსებობს. "სახელებსა და გვარებს რომ გადახედოთ, ისინი საერთოდ თამაშში არ არიან, სისტემის ნაწილიც კი არ არიან. მაგალითად კობახიძე, ის არის ფასადზე გამოფენილი საკმაოდ უცნაური ფერის ბაირაღი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

VIDEO: "კობახიძე არის ფასადზე გამოფენილი უცნაური ფერის ბაირაღი" - გია ხუხაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები