ავტორი:

შსს გორში, 8 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შსს გორში, 8 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში, 8 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება." - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 9 წლის გოგონა რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა. მოზარდი მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე იყო. როგორც სკოლაში აცხადებდნენ, ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდგომ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.

წაიკითხეთ ასევე: “შესაძლოა ავტომანქანა დაეჯახა და ცხედარი ამ ადგილას მიიტანეს” - რას ჰყვებიან გორში გარდაცვლილი 9 წლის გოგონას ახლობლები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ