ავტორი:

საბავშვო კვირეული „ბიბლუსში“ – რა საჩუქრები ელით პატარებს

საბავშვო კვირეული „ბიბლუსში“ – რა საჩუქრები ელით პატარებს

ეს ინფორმაცია აუცილებლად დააინტერესებთ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც. განსაკუთრებით იმ მშობლებს, რომლებსაც უყვართ პატარებისთვის წიგნების თუ სხვა საკანცელარიო ნივთების ყიდვა და "ბიბლუსის" ქსელის აქტიური მომხმარებლები არიან.

"ბიბლუსი" ხშირად გვანებივრებს სხვადასხვა საინტერესო, ხელსაყრელი აქციით, გამოფენით, საჩუქრებით. ამჯერად, ძალიან კარგი საბავშვო კვირეული დაიგეგმა, რომელიც ბევრ საჩუქარს გპირდებათ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, კვირეული "ბიბლუსის" ფილიალებში 25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. 100-ზე მეტი, ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული საბავშვო წიგნის შეძენისას (შენაძენი უნდა იყოს აუცილებლად 20 ლარის), შესაძლებლობა გექნებათ, აირჩიოთ კონკრეტული საჩუქრები.

მაგალითად, თუ შეიძენთ Disney Cars - მხიარული რბოლები, 100 ბიბლიური ამბავი ბავშვებისთვის, 8000 საოცარი ფაქტი, ცოდნის ყუთი - ადამიანის სხეული, Liber Kids - პრინცესების აკადემია ქვის სასახლე, შეგიძლიათ მიიღოთ საჩუქრად - პენალი სილიკონის ფერებში, ფერადი ფანქრები, პლასტელინი ან წიგნები. ეს ნივთები პატარებს ძალიან მოსწონთ და საჩუქარი ისევე გაახარებთ, როგორც ის პოპულარული წიგნები, რომლებზეც შეთავაზება ვრცელდება.

თუმცა კვირეულის სიურპრიზი მხოლოდ ეს არ არის. დამატებით კიდევ 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ მეორე შენაძენზე.

ხოლო თბილისში, ჭავჭავაძის 7-ში და კანდელაკის 7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ მისულ მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ კრაფტის ორი ბრენდს efco-ს და foliaს პროდუქცია 40%-იანი ფასდაკლებით. მაგალითად - პოლიესტერისბურთი და ბეჭედი, თექის ფურცლები დეკორაციებისთვის, ნიღბები, ბრჭყვიალები, ჩანთები, ხის მძივები და სხვა.

საბავშვო კვირეულში "ბიბლუსის" ვებგვერდიც ჩაერთო სიახლეებით - ნებისმიერი საბავშვო წიგნის შეძენისას, მომხმარებლები აქაც საჩუქრებს მიიღებენ.

კვირეულის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებებიც გელით, რომლებიც ასევე არ უნდა გამოტოვოთ, მით უმეტეს, რომ უალტერნატივოა. 31 ოქტომბერს 19:00-ზე ჭავჭავაძის „ბიბლუსი გალერეა“, გამომცემლობა „პალიტრა L-სა“ და „ბასტი-ბუბუს“ უმასპინძლებს. გაიმართება ახალი სათამაშოების პრეზენტაცია და „ბასტი ბუბუს შოუ“. პატარებს საინტერესო სიურპრიზები ელით. იქნება სახალისო გათამაშება და სახის მოხატვა. პროექტის მხიარულ პრეზენტაციას წაიყვანს ბაბილინა, ბასტი, ბუბუ და ბავშვები.

ერთი სიტყვით, საბავშვო კვირეული მართლა საბავშვო იქნება, მათ ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული და თან ისეთი, მშობლებსაც რომ მოეწონებათ და გაახარებთ. დამატებითი ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ოფიციალურ ვებგვერდს www.biblusi.ge-ს და ფეისბუქგვერდს, სადაც ყველა სიახლის შესახებ განთავსდება ინფორმაცია.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს