ავტორი:

ზაზა სარალიძე ამაღამ საავადმყოფოში დარჩება - "ექიმი იყო გამოსული, 400 აქვსო შაქარი"

ზაზა სარალიძე ამაღამ საავადმყოფოში დარჩება - "ექიმი იყო გამოსული, 400 აქვსო შაქარი"

ზაზა სარალიძის ოჯახის ინფორმაციით, ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და ოჯახის წევრები საავადმყოფოში სარალიძესთან არ შეუშვეს. სამართალდამცავებს მათი შეშვებისკენ მალხაზ მაჩალიკაშვილმაც მოუწოდა, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

სარალიძის ოჯახის წევრებს რამდენიმე წუთის წინ ექიმთან გასაუბრების საშუალება მისცეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამ გასაუბრების შედეგად მათთვის ცნობილი გახდა, რომ ზაზას სარალიძეს ამაღამ საავადმყოფოში დატოვებენ, თუმცა ის წამლების მიღებაზე უარს ამბობს.

"არ შეგვიშვეს ოჯახის წევრები და არც ადვოკატი, არის გაძლიერებული დაცვა. ექიმი იყო გამოსული, 400 აქვსო შაქარი. შაქრის დამწევი წამლების მიღებაზე უარს აცხადებს, სავარაუდოდ, პროტესტის გამო", - აღნიშნა ზაზა სარალიძის დედამ მარინა ბეგაძემ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ამის შემდეგ ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მიზეზი ემოციური ფონი და მაღალი წნევა გახდა.

VIDEO: "ვითხოვთ შიგნით შეშვებას" - ზაზა სარალიძის ადვოკატი საავადმყოფოში არ შეუშვეს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ