ავტორი:

2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან King David-ში აპარტამენტების გაყიდვის ბოლო ეტაპი ცხადდება

2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან King David-ში აპარტამენტების გაყიდვის ბოლო ეტაპი ცხადდება

King David-ის მენეჯმენტს გაყიდვაში გამოაქვს პრემიალური ტიპის ბოლო 30 აპარტამენტი. გაყიდვების დამასრულებელ ეტაპს თან ახლავს ბევრი სიახლე, მათ შორის ინოვაციური გადახდის მეთოდი, რომელსაც პირველი - King David შესთავაზებს თავის მომხმარებლებს.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, King David-ის დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ უპრეცენდენტო შეთავაზებით - 3 წლიანი შიდა უპროცენტო განვადებით King David-ის რეზიდენციაში ცხოვრების უფლებით. King David-ის კონცეფცია სრულად პასუხობს იმ მომხმარებლების მოთხოვნებს, რომლებისთვის დრო და ცხოვრების ხარისხი პრიორიტეტია. მათთვის ექკლუზიურად შექმნილ სივრცეში, სადაც გაერთიანებულია A-კლასის ბიზნეს ცენტრი, სასტუმრო, რეზიდენციები, კვების ობიექტები და გამაჯანსაღებელი-რეკრეაციული ზონა, ცხოვრებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, გართობისთვის და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

გაყიდვების დამასრულებელი ეტაპის პარალელურად, 2018 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შედის პროექტით გათვალისწინებული ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტები, როგორებიცაა: Sky Hall-ის საკონფერენციო დარბაზები, ბიზნეს ცენტრის ბოლო სართულზე განთავსებული იტალიური ბარ-რესტორანი XVII • Seventeen და მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე KD4US, რომელიც ჯამში 120 ადამიანს მოემსახურება.

King David-ში ცხოვრება თბილისის ახალ რეალობას ქმნის, რომელიც დღეს არსებულის მიღმაა და ქმნის ცხოვრების ახალ წესს #არაჩვეულებრივსახლში #არაჩვეულებრივადამიანებთან ერთად.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის