ავტორი:

"ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითი შოუ - "პრეზიდენტი", რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდება" - გია ხუხაშვილი

"ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითი შოუ - "პრეზიდენტი", რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდება" - გია ხუხაშვილი

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით უკანასკნელად გაიმართა. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროსაც აშკარად ჩანდა, რომ პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატები იყვნენ ხელისუფლების მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რაც არჩევნების შედეგებშიც გამოჩნდა. ქვეყნის პრეზიდენტის ვინაობას მეორე ტური გამოავლენს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს რომ "6 წელია ქართველი საზოგადოება "ოცნების" და "ნაციონალების" შულერული თამაშის მსხვერპლია" და რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებით ქვეყანაში ახალი "რეალითი შოუ" იწყება:

"ეს საარჩევნო პროცესი გამორჩეული იყო იმით, რომ სკანდალური რამ მოვისმინეთ ხელისუფლებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში არიან ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც დომინირებენ პოლიტიკაზე, მეტიც, უკვეთენ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან სახიფათო რამ არის. ამაზე ხელისუფლების რეაგირება სრულიად არაადეკვატური იყო, რაც დიდად არც გამკვირვებია, მაგრამ ეს დამოკიდებულება უპირველესად ხელისუფლებას დაუჯდება ძალიან ძვირად.

ეს არჩევნები გამოირჩეოდა იმითაც, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების პირადი რეიტინგი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

ამ არჩევნებს შეიძლება ვერც კი ვუწოდოთ არჩევნები, რადგან ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა დისტანცირებული იყო საარჩევნო პროცესისგან. კონკრეტულ კანდიდატებს არც ჰქონდა მნიშვნელობა, მოხდა პარტიული რესურსების შეტაკება.

ამომრჩეველი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ფიქრობდა, რომ მას უნდა აერჩია ცუდსა და უარესს შორის. ამ ორ ძალას, რომლებიც იბრძოდნენ ძალაუფლების გადანაწილებისთვის, დაკარგული აქვს საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა.

რაც შეეხება კანდიდატებს, უკვე ვთქვი, რომ მათი ნატურალური რეიტინგი ერთნიშნა ციფრებით თუ გამოიხატება, მათი კომუნიკაცია ხალხთან, პრაქტიკულად, არ შემდგარა. თუ რამ შეხვედრები გაიმართა, ძირითადად, პარტიულ აქტივთან, წინასწარ შედგენილი სიებით, ავტობუსების მობილიზებით და ა.შ. ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ საშუალო-სტატისტიკური ამომრჩევლის თვალში არსებული პოლიტიკური ძალები დისკრედიტირებული არიან.

შესაბამისად, ის რეალითიშოუს დაემსგავსა, ძირითადად, ტელევიზორში უყურებდნენ მოქალაქეები, თუ როგორ ეძახდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს "რუსეთის აგენტებს", როგორ აყვედრიდნენ ერთმანეთს წარსულს და ა.შ.

მოკლედ, ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითიშოუ "პრეზიდენტი", რომელიც უნდა გაგრძელდეს 2024 წლამდე. საარჩევნო პროცესში ცხადად გამოჩნდა, რომ ვისაც უნდა გაემარჯვა, მას ვერ ექნებოდა საკმარისი სახალხო ლეგიტიმაცია, რადგან ამგვარ ნეგატიურ არჩევნებში ამომრჩეველი ხმას აძლევს არა კონკრეტულ კანდიდატს, არამედ სხვა კანდიდატის საწინააღმდეგოდ, თანაც აშკარა იყო ისიც, რომ გამარჯვებულის ბედს ამომრჩეველი კი არა, რესურსები წყვეტდა.

ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე გამოჩნდა ისიც, რომ "ქართულ ოცნებას" ნატურალური ამომრჩეველი უფრო ნაკლები ჰყავს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას". სამაგიეროდ, ამ უკანასკნელის ნეგატიური რეიტინგი კვლავაც მაღალია, ანუ კვლავაც ბევრი ამომრჩეველია მისდამი უარყოფითად განწყობილი. მაგრამ ისიც ცხადია, რომ "ქართული ოცნება" თანდათან კარგავს მორალურ უპირატესობას წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები