ავტორი:

"პრეზიდენტად აირჩიეს კაცი, რომელმაც დეპუტატს უთხრა, არ გაგაუპატიურებ, რადგან არ იმსახურებო..." - მსოფლიო ბრაზილიის არჩევნებს ეხმაურება

"პრეზიდენტად აირჩიეს კაცი, რომელმაც დეპუტატს უთხრა, არ გაგაუპატიურებ, რადგან არ იმსახურებო..." - მსოფლიო ბრაზილიის არჩევნებს ეხმაურება

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჟაირ ბოლსანარომ გაიმარჯვა.

მან ხმების 55% მიიღო, მეტოქეს, ფერნანდო ჰადადს კი მოსახლეობის 45%-მა დაუჭირა მხარი. ბოლსანაროს მთავარი დაპირებები იყო კორუფციის დაძლევა და კრიმინალის აღმოფხვრა.

2016 წლიდან, პრეზიდენტ დილმა რუსეფის იმპიჩმენტის შემდეგ, ქვეყანას კონსერვატორი მიშელ ტემერი მართავდა, რომელიც ბრაზილიაში პოპულარობით არ სარგებლობდა.

ბოლსანაროს შესახებ ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობაა, მას ადანაშაულებენ წამების მხარდაჭერაში, ლტოლვილების, ლგბტ თემისა და ქალების სიძულვილში. ბოლსანაროს მეტსახელად „ტროპიკების ტრამპს“ უწოდებენ. ბრაზილიის არჩეულმა პრეზიდენტმა, ასევე განაცხადა, რომ დიქტატურა მოსწონს. ბოლსანარო მიიჩნევს, რომ აუცილებელია, იარაღის ფლობის შესახებ კანონი შერბილდეს და მისი ქონის უფლება „ყველა პატიოსან მოქალაქეს“ მიეცეს.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ სოციალური ქსელების მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლსანაროს შესახებ საკუთარ აზრს გამოხატავენ, არჩეულ პრეზიდენტს, უმეტესად, მწვავედ აკრიტიკებენ.

„კაცი, რომელმაც კონგრესის წევრ ქალს უთხრა „არ გაგაუპატიურებდი, რადგან არ იმსახურებ“; რომელმაც თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, მისი შვილი მომკვდარიყო, ვიდრე გეი შვილი ჰყოლოდა; კაცი, რომელიც ამბობს, რომ დიქტატურის შეცდომაა, ადამიანები ეწამებინათ და არ მოეკლათ“, ახლა ბრაზილიის პრეზიდენტია,“ - წერს „ტვიტერზე“ სამანტა პაუერი.

ასევე, სოციალური ქსელების მომხმარებლები აზიარებენ სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ტრამპმა ბოლსანაროს გამარჯვება მიულოცა.

„ფაშისტი ფაშისტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს,“ - დაწერა რაიან ნაითმა.

ბოლსანაროს განცხადების შემდეგ კი, რომ არცერთი მამა ამაყობს გეი შვილით და მას არ ეყვარებოდა ჰომოსექსუალი შვილი, სოციალური ქსელების მომხმარებლები ბრაზილიელ ლგბტ პირებს მხარდაჭერას უცხადებენ.

„ვდარდობ ბრაზილიის ლგბტ თემზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, რომლებიც, ამასთან, ფერადკანიანები არიან“, - წერს მომხმარებელი @fka_j.

“ბრაზილიელი მემარცხენეები, ლგბტ პირები, მკვიდრი მოსახლეობა, მუშათა კლასი და გაჭირვებული ფენა... ისინი ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ბრაზილიის ახალი ფაშისტური ადმინისტრაციის პირობებში, მომდევნო წლების განმავლობაში მათ ძალიან დასჭირდებათ ჩვენი სოლიდარობა,“ - აღნიშნავს „ტვიტერზე“ ოუენ ჯოუნსი.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

"აქ პანიკა..." - ირანში ცეცხლი წაუკიდეს საავადმყოფოს, სადაც, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირებულებს მკურნალობენ

სინგაპურის მთავრობამ უარი თქვა ერთი თვის ხელფასზე, კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს კი ბონუსებს ჩაურიცხავენ